Omar Calabrese. Neo-Baroque A Sign of the Times Cover Image

ომარ კალაბრეზეს „ნეობაროკო: დროთა ნიშანი“
Omar Calabrese. Neo-Baroque A Sign of the Times

Author(s): Umberto Eco
Contributor(s): Irakli Kenchoshvili (Translator)
Subject(s): Language and Literature Studies, Semiotics / Semiology, Semiology
Published by: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა

Summary/Abstract: მივესალმები წიგნს „ნეობაროკო: დროთა ნიშანი“, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ მისი ავტორი ჩემი მეგობარი და კოლეგაა ბოლონიის უნივერსიტეტში, ვისთანაც კვლევები, სემინარები და სტუდენტები მაკავშირებს. მივესალმები ამ წიგნს იმიტომაც, რომ იგი კოლეგა-სემიოლოგის ნაშრომია და თანაც ისეთი სემიოლოგის, ვინც საკითხების კვლევას სემიოლოგიის საშუალებებით კი არ იწყებს, არამედ ჯერ მათ გარეშე იკვლევს საკითხს და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს თავის სემიოლოგიურ ცოდნას, ხოლო როცა ხვდება, რომ სემიოლოგია არაა საკმარისი, მაშინ მიმართავს სოციოლოგიას, კულტურის ისტორიას, იდეების ისტორიას და ა.შ. შესაძლოა ამ მოქნილობას იმის გამოც ახერხებს, რომ იგი სოციოლოგია. ასეა თუ ისე, არაა დოგმატური სემიოლოგი და ამიტომაც მომწონს იგი. ამასთანავე, მასმედიაში არსებულ გარკვეულ მოვლენებს იმიტომ კი არ იკვლევს, რომ სემიოლოგიის პროფესორია, არამედ იმიტომ, რომ გაგიჟებითაა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) გატაცებული მათით. უფრო სწორად, შეგნებული აქვს, რომ ისეთ კულტურაში ცხოვრობს, რომელშიც ეს მოვლენები არა მხოლოდ არსებობენ, არამედ ამასთანავე ჩვენი აზროვნების წესს მაშინაც კი განაპირობებენ, უნივერსიტეტის კამპუსის სპილოს ძვლის კოშკებში რომ გამოიკეტო, სულაც არ გხიბლავდეს „კოკა კოლა“ და პლატონი უფრო გიზიდავდეს, ვიდრე მედისონ ავენიუ. კალაბრეზეს ეს შეგნებული აქვს და კარგად იცის, რომ ჩვენზე და ჩვენს სტუდენტებზე, ვინც პლატონს კითხულობენ (თუკი მართლა კითხულობენ), ტელესერიალ „დალასის“ არსებობა მაინც ახდენს ზეგავლენას და თანაც მათზეც, ვინც არასოდეს უყურებს მას. ამიტომაა ჩართული მის მსჯელობაში ჩვენს გარშემო არსებული ამგვარი მოვლენები

  • Issue Year: 26/2025
  • Issue No: 26
  • Page Range: 49-59
  • Page Count: 11
  • Language: Georgian
Toggle Accessibility Mode