Business in Tbilisi at the End of the 19th Century And Beginning of the 20th Century (According to the Advertisements in the French Magazine “Le Caucase Illustré” Published in Tbilisi) Cover Image

ბიზნესი მე-19 ს-ის მიწურულისა და მე-20 ს-ის დასაწყისის თბილისში (თბილისში გამომავალ ფრანგულ ჟურნალში “Le Caucase illustré” განთავსებული რეკლამების მიხედვით)
Business in Tbilisi at the End of the 19th Century And Beginning of the 20th Century (According to the Advertisements in the French Magazine “Le Caucase Illustré” Published in Tbilisi)

Author(s): George Sanikidze
Subject(s): Business Economy / Management, Economic history, Recent History (1900 till today), 19th Century, Interwar Period (1920 - 1939), Marketing / Advertising
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Jules Mourier; “Le Caucase illustré”; Tbilisi; Caucasus; advertisements;

Summary/Abstract: 1889-1892 და 1899-1902 წლებში თბილისში გამოიცემოდა ფრა­ნ­გული ჟურნალი “Le Caucase illustré” („ილუსტრირებული კავ­­კ­ა­სია“). ჟურნალის დამფუძნებელი და გამომცემელი იყო ფრა­ნგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატ­იები კავკასიის ხალხების ისტორიის, ხელოვნების, ლიტერ­ატუ­რის, ყოფის, რეგიონში მრეწველობის განვითარების პერსპექ­ტ­ი­ვ­ების შესახებ. ეს მასალები ქართველი და უცხოელი ისტორ­იკ­ოსების მიერ მეტნაკლებად შესწავლილია. წინამდებარე სტატ­იაში კი ყურადღება გამახვილებულია ჟურნალის განუყოფელ ნაწ­ილზე - მასში განთავსებულ სარეკლამო განცხადებებზე, რის­თვისაც ჯერჯერობით მეცნიერებს ყურადღება არ მიუქც­ევიათ.mრეკლამებს ჟურნალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მათი დაჯგუფება შემდეგი კატეგორიების მიხედვით შეიძლება: 1) ნავთობის ბიზნესი. 2) ბანკები და საბანკო მომსახურება. 3) ტრა­ნსპორტი და გადაზიდვები. 4) სხვადასხვა ტიპის მაღაზიები. 5) სასტუმროები და რესტორნები. 6) სხვადასხვა (სანოტარო და სათარჯიმნო მომსახურება, მკურნალობა, ფოტოატელიები და სხვ.). ჟურნალში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების საფ­უძველზე იქმნება იმ პერიოდის თბილისში არსებული ბიზ­ნეს აქტივობების საკმაოდ სრული სურათი, ასევე იკვეთება თბი­ლისის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში.

Toggle Accessibility Mode