Review of Emzar Makaradze Work - History of Turkey 1918-2018 (Lecture Notes) Cover Image

რეცენზია ემზარ მაკარაძის ნაშრომზე - თურქეთის ისტორია 1918-2018 წლებში (სალექციო ჩანაწერები)
Review of Emzar Makaradze Work - History of Turkey 1918-2018 (Lecture Notes)

Author(s): George Sanikidze
Subject(s): Politics / Political Sciences, Pre-WW I & WW I (1900 -1919), Interwar Period (1920 - 1939), WW II and following years (1940 - 1949), Post-War period (1950 - 1989), Transformation Period (1990 - 2010), Present Times (2010 - today), Book-Review
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Turkey; History of Turkey;

Summary/Abstract: რეცენზია ემზარ მაკარაძის ნაშრომზე - თურქეთის ისტორია 1918-2018 წლებში (სალექციო ჩანაწერები). გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი, 2019. საქართველოს ისტორიიდან და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მეზობლისა დასტრატეგიული პარტნიორის - თურქეთის უახლესი ისტორიისა და დღევანდელი მდგომარეობის სათანადო ცოდნა გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელია. ამმხრივ მეტად მცირეა ნაშრომები, რომლებიც სახელმძღვანელოდ გამოდგება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აღნიშნულ სკითხებზე კურსების სასწავლებლად. პროფ. ემზარ მაკარაძის ნაშრომი კიუდავოდ მნიშვნელოვანი შენაძენია და ავსებს ზემოაღნიშნულ სიცარიელეს. წიგნი ცამეტი თავისგან შედგება. თითოეულ თავს თანერთვის დავალებები სტუდენტებისთვის და გამოყენებული ლიტერატურის სია. ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია საკვანძო მოვლენათა ქრონოლოგია და ცნობილი თურქი პოლიტიკოსების ბიოგრაფიები.ნაშრომში დაწვრილებითაა აღწერილი ის ვითარება, რომელიც შეიქმნა უკვე დაშლილ ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესი, ბრძოლა საერთაშორისო აღიარებისთვის. ავტორი დიდ ყურადღებას აქცევს ქემალიზმის პრინციპებისანალიზს, წარმოაჩენს ქემალ ათათურქის როლს თანამედროვეთურქეთის რესპუბლიკის შექმნაში. დაწვრილებითაა განხილ-Herald of Oriental Studies აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე No II. 2019, pp. 214-216 ნომერი II. 2019, გვ. 214-216215ული თურქეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთავისებურებები ომთაშორის პერიოდში და ამავე ხანებში თურქეთის საგარეო ურთიერთობები. გაანალიზებულია ვითარება თურქეთში მეორე მსოფლიო ომის დროს. ვრცლადარის შესწავლილი თურქეთში არსებული მდგომარეობა ომის შემდეგ; გამოკვეთილია თურქეთის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები, ტრუმენის დოქტრინისა და მარშალის გეგმის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. განხილულია ასევე თურქული მრავალპარტიულობის სპეციფიკა; ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევები; შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავების მიზეზები დაშედეგები. ყურადღება გამახვილებულია სამხედრო გადატრიალებების მიზეზებსა და სპეციფიკურ ხასიათზე. ვრცლადარის შესწავლილი თურქეთის რესპუბლიკის მეორეკონსტიტუცია, გაანალიზებულია კონსტიტუციაში შემდგომშეტანილი ცვლილებები. დიდი ყურადღება ექცევა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგების კვლევას. ავტორი ასევე ეხება ფეთჰულაჰ გიულენისა და მისი მოძრაობის როლს თანამედროვე თურქეთის ისტორიაში. შემდეგ შესწავლილია„სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიისა და მისილიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის დროსგ ანხორციელებული ცვლილებები ქვეყნის როგორც საშინაო,ისე საგარეო პოლიტიკაში. წარმოჩენილია ის პრობლემები,რომლებიც დღეს არსებობს თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში. ავტორი ბოლო თავს უძღვნის თანამედროვე Herald of Oriental Studies აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე No II. 2019, pp. 214-216 ნომერი II. 2019, გვ. 214-216216ეტაპზე თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისშესწავლას.საერთო ჯამში, ნაშრომი, მაღალ აკადემიურ დონეზეაშესრულებული, რომელსაც ავტორი თავმდაბლურადუწოდებს „სალექციო ჩანაწერებს“, როგორც აღინიშნა უდავოდფასეული შენაძენია სტუდენტებისთვის, სპეციალისტებისთვის და დაინტერესებული მკითხველისთვის.