Batumi in European Sources of the 15th Century Cover Image

ბათუმი XV საუკუნის ევროპულ წყაროებში
Batumi in European Sources of the 15th Century

Author(s): Irakli Baramidze
Subject(s): Political history, Social history, 15th Century
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Batumi; Akhaltsikhe; Gurieli; Samegrelo; XV century; Eur-opean travelers;

Summary/Abstract: ნაშრომში განხილულია ევროპელ მოგზაურთა ცნობები გვიანი შუა საუკუნეების ბათუმის შესახებ. XV საუკუნის 20-იანი წლების ბათუმზე მოგვითხრობს გერმანელი (ბავარიელი) მეომარი და მოგზაური იოჰან (ჰანს) შილტბერგერი, რომელიც ბათუმს სამეგრელოს დედაქალაქს უწოდებს. საინტერესო ფაქტია 1445 წელს ბათუმზე 200 ბურგუნდიელი მეკობრის თავდასხმა ჰერცოგ ფილიპე III-ის (1419-1467) ნათესავის, ცნობილი რაინდის ჟოფრუა ტუაზის მეთაურობით. საძარცვავად მისულ ევროპელებს აქ დახვდა გურიელი 600-კაციანი რაზმით. დატყვევებული ტუაზი გაათავისუფლეს მხოლოდ ტრაპიზონის იმპერატორის თხოვნით. XV საუკუნის 70-იან წლებში ვენეციელი ვაჭარი და დიპლომატი იოსაფატ ბარბარო და ვენეციის ელჩი უზუნ ჰასანის კარზე – ამბროზიო კონტარინი ბათუმს სამეგრელოს ნაწილად მოიხსენიებს, თუმცა პირველი სამეგრელოს მთავარს „ბენდიანს“ უწოდებს. მეორე – „გორბოლას“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ XV საუკუნის დასაწყისისთვის ბათუმი ემორჩილება სამეგრელოს მთავარს, 40-იანი წლების შუა ხანებში ბურგუნდიელ მეკობრეებს ბათუმში იგერიებს გურიელი, რაც მის გარკვეულ უფლებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. 50-იანი წლების ბოლოს ბათუმი სამცხის შემადგენლობაშია, 70-იან წლებში კი უკვე საბედიანოს ნაწილია, რომელსაც ბედიანი, იგივე დადიან-გურიელი განაგებდა.

Toggle Accessibility Mode