კავკასიის საცენზურო კომიტეტის მიზნები და ამოცანები
The Goals and Objectives of the Caucasus Censorship Committee
Author(s): Tamar Sharabidze, Tamar Tsitsishvili, Ana DolidzeSubject(s): Language and Literature Studies, Cultural history, Social history
Published by: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა
Summary/Abstract: კავკასიის საცენზურო კომიტეტი დღიდან თავისი დაარსებისა (1848 წლის 18 დეკემბერი) მისთვის სახელის შეცვლამდე2 და შემდგომაც წარმოადგენდა იმპერიის შენარჩუნების მექანიზმის ერთ-ერთ მთავარ რგოლს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული იყო ცარიზმის სხვადასხვა სახელისუფლებო თუ სადამსჯელო ორგანოებთან. საქმე ისაა, რომ კავკასიის საცენზურო კომიტეტი შეიქმნა ბეჭდვითი სიტყვის გასაკონტროლებლად; ბეჭდვით სიტყვას კი უდიდესი ძალა აქვს საზოგადოებაზე, მკითხველზე. ამიტომაც იმპერიის აზრითა და სულისკვეთებით, მას აუცილებლად ესაჭიროება მკაცრი კონტროლი. იმპერიული მექანიზმის ჯაჭვი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: იმპერატორი (იმპერიის სათავეში მდგომი ერთპიროვნული მმართველი), მთავარმართებელი ან მეფისნაცვალი3 (რუსეთის იმპერიის რომელიმე მხარის მმართველი, რომელსაც მისთვის რწმუნებულ მხარეში ემორჩილება ყველა უწყება), მეფისნაცვლის კანცელარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუბერნატორი, ვიცეგუბერნატორი, კავკასიის საცენზურო კომიტეტი, პოლიცია, სასამართლო, საბაჟო პუნქტები, სტამბები, ბიბლიოთეკები და სამკითხველო დარბაზები, წიგნის მაღაზიები, თეატრი, მწერალი ან პუბლიცისტი და ბოლოს – მკითხველი (მაყურებელი).
Journal: სჯანი
- Issue Year: 2025
- Issue No: 26
- Page Range: 225-243
- Page Count: 19
- Language: Georgian
