„პიღასი“, „აფროსინელთა შინა სიტყუა“, „თასისა ირაკლისის“
„Pighas”; „in Aphrosinians”; „the cup of Iraklis”
Author(s): Ekaterine KobakhidzeSubject(s): Language and Literature Studies
Published by: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა
Summary/Abstract: საყოველთაო აღიარებით, „ქართლის ცხოვრება“ წარმოადგენს საქართველოს ისტორიის მთავარ მატიანეს, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ავტორთა მიერ სხვადასხვა ეპოქაში დაწერილი თხზულებები. გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, საყურადღებოა „ქართლის ცხოვრების“ ლიტერატურულ-მხატვრული ღირებულებაც. „ქართლის ცხოვრების“ თხრობა, როგორც წესი, არ ეყრდნობა ისტორიული მოვლენების მშრალ გადმოცემას. მასში მაღალმხატვრულად ასახულია ქვეყნის დრამატული თავგადასავალი ამ თავგადასავლის მთავარი პერსონაჟებითა და მეორეხარისხოვანი გმირებით. „ქართლის ცხოვრების“ ენობრივ ქსოვილში კარგად ჩანს როგორც ქართული საერო მწერლობის ტრადიციები, ისე აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ტენდენციები. საქართველოს ისტორიის გადმოცემისას „ქართლის ცხოვრების“ ავტორები ხშირად მიმართავენ ანალოგიებს და შედარებებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიიდან და მწერლობიდან, რაც ცხადყოფს არა მხოლოდ მწერალთა ერუდიციასა და ანალიზის უნარს, არამედ – საქართველოს მატიანის მსოფლიოს ისტორიაში ინტეგრაციის სურვილს.
Journal: სჯანი
- Issue Year: 26/2025
- Issue No: 26
- Page Range: 171-190
- Page Count: 20
- Language: Georgian
