მეფე დიმიტრი თავდადებული და „მეფე დიმიტრი თავდადებული“: ისტორიული მონაცემები და ლიტერატურული თხრობა
King Dimitri the Self-Sacrificer and "King Dimitri the Self- Sacrificer": Historical Data and Literary Narrative
Author(s): Merab GhaghanidzeSubject(s): Language and Literature Studies, Georgian literature
Published by: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა
Summary/Abstract: მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის პოემაში, – „მეფე დიმიტრი თავდადებული“, – საგანგებოდ არ აღინიშნება გმირის თავდადება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის, ამავე დროს, მისთვის, – პიროვნულად, – მისაბაძ ნიმუშს, მაგალითს წარმოადგენს იესო ქრისტე, რაც ცხადად ჩანს მის ლოცვაში, მისი ტყვეობისას, სიკვდილით დასჯის წინ. იგი მიმართავს მამა ღმერთს და სულიერი ჭვრეტით ხედავს, განჭვრეტს მისი ძის, იესოს, ტანჯვას: ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა დატანჯული მე ძე შენი (251)1 . ლოცვის გაგრძელებისას, მეფე ისევ მამა ღმერთს შესთხოვს2 , მიიღოს მისი მსხვერპლი, რომელიც, როგორც მას სწადია, უნდა ემსახუროს არა პირადად მისი სულის გამოხსნას, არამედ მისი ერის ხსნას, – თუკი იესოს მსხვერპლმა დაიხსნა კაცობრიობა, დიმიტრის მსხვერპლმა უნდა დაიხსნას ქართველი ერი: ვით ძით ყველა, ისე ჩემით ერი ჩემი დაიხსენი (251).
Journal: სჯანი
- Issue Year: 26/2025
- Issue No: 26
- Page Range: 151-170
- Page Count: 20
- Language: Georgian
