The Obverse of Signs Cover Image

ნიშანთა შიდაპირი
The Obverse of Signs

Author(s): Gérard Genette
Contributor(s): Baladze Malkhaz (Translator)
Subject(s): Language and Literature Studies, Semiotics / Semiology, Semiology
Published by: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა

Summary/Abstract: როლან ბარტის შემოქმედება გარეგნულად ძალზე მრავალფეროვანია, როგორც კვლევის საგნით (ლიტერატურა, კუსტუმი, კინო, ფერწერა, რეკლამა, მუსიკა, საგაზეთო ქრონკა და ა. შ.), ასევე თავისი მეთოდითა და იდეოლოგიითაც. წიგნი „წერის ნულოვანი ხარისხი“ (1953) „ფორმის“ თვალსაზრისით თითქოს ლიტერატურასა და საზოგადოებაში შექმნილი სიტუაციის გააზრების იმ მიმართულებას აგრძელებს, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე სარტრმა დაუდო სათავე – ამ ტიპის რეფლექსია თავისთავად ეგზისტენციალიზმისა და მარქსიზმის ზღვარზე დგას. წიგნმა ,,მიშლე“ (1954) – რომელიც გარეგნულად ტექსტის უბრალო, „კრიტიკამდელი“ ანალიზის შთაბეჭდილებას ტოვებს – ბაშლარისგან ისესხა სუბსტანციათა ფსიქოანალიზის იდეა და აჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მატერიალური წარმოსახვის თემატურ ანალიზს მიშლეს გაგებისთვის. ვის შემოქმედებასაც ადრე მხოლოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით განიხილავდნენ. მომდევნო წლებში ჟურნალ „ტეატრ პოპულერთან“ თანამშრომლობამ და მასთან დაკავშირებულ მოძრაობაში აქტიურმა მონაწილეობამ – რომელიც საფრანგეთში ბერტოლტ ბრეჰტის შემოქმედებისა და თეორიების დანერგვას გულისხმობდა – ბარტს შეურიგებელი მაქსისტის რეპუტაცია დაუმკვიდრა, თუმცა, ოფიციალური მარქსისტები არასდროს იზიარებდნენ ბრეჰტის თეატრის მისეულ ინტერპრეტაციას. იმავდროულად კი, სტატიებმა „საშლელებისა“ და „მზვერავის“ შესახებ იგი რობ-გრიეს განმმარტებლად და „ახალი რომანის“ თეორეტიკოსად აქციეს, რომელიც, თავის მხრივ, ფორმალიზმის მოძალებისა და ლიტერატურის „დეზანგაჟირების“ მცდელობად აღიქმებოდა

  • Issue Year: 2025
  • Issue No: 26
  • Page Range: 9-25
  • Page Count: 17
  • Language: Georgian
Toggle Accessibility Mode