Armenian self-taught painters from Tbilisi and an unknown canvas by K. Grigoryants Cover Image

თბილისელი სომეხი თვითნასწავლი მხატვრები და კ. გრიგორიანცის უცნობი ტილო
Armenian self-taught painters from Tbilisi and an unknown canvas by K. Grigoryants

Author(s): Ketevan Otarashvili
Subject(s): Visual Arts, Social history, Recent History (1900 till today), 17th Century, 18th Century, 19th Century, History of Art
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: K. Grigoryants; “Queen Tamar and Shota Rustaveli”; “Rare Stories of Old Tbilisi”; V. Elibekyan; V. Khojabekov;

Summary/Abstract: საქართველოში სომხურ მხატვრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. XVII ს-დან თბილისში არსებობდნენ სომეხ მხატვართა საგვარეულოები, რომელთა შორის უძველესია ჰოვნათანიანების ოჯახი. XX საუკუნის დასაწყისში თბილისში უკვე მოღვაწეობდა სომეხ მხატვარ ქალთა ჯგუფი. თბილისის სომხური სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს როგ­ორც რუსეთსა და ევროპაში განსწავლულმა პროფესიონალებმა, ასევე თვითნასწავლმა დიდოსტატებმა ვ. ხოჯაბეკოვმა, კ. გრი­გო­რიანცმა, ვ. ელიბეკიანმა. კ. გრიგორიანცი, ფიროსმანის თანამედროვე პრიმი­ტივ­ი­სტი თვითნასწავლი მხატვარი, სახასიათო ქართული ფერწე­რით ქმნიდა პორტრეტებსა და ნატურმორტებს, აკეთებდა აბრ­ებს, ხა­ტ­ავდა დუქნებსა და სამიკიტნოებს. სერგო კლდიაშვილის გად­მოცემით, კ. გრიგორიანცი 12 წიგნის ავტორიც ყოფილა. ჩვენ­ამდე კი შემორჩა „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, რომე­ლიც 2011 წელს გამოიცა და მასში შეტანილია იმ დროისთვის ცნო­ბ­ილი ორმოცივე ნახატი. მათ შორის არ არის კ. გრიგო­რი­ან­ცის აქამდე უცნობი „თამარ მეფე და შოთა რუსთაველი“, რომე­ლიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2022 წ. შეიძინა კერძო პირისგან. თვითნასწავლი მხატვარი, ვ. ხოჯა­ბე­გოვი, ძირითადად, ხატავდა ჟანრულ სცენებს. ძალიან საინტ­ერესოა „ნეფის ცეკვა მშობლების საფლავზე“. ასეთი ტრად­იციაც ყოფილა, ყარაჩოღელი ნეფე მიდიოდა თავის მამის საფ­ლავზე და ზურნაზე ცეკვით გამოსთხოვდა დალოცვას. ეს ტრა­დ­იცია მხო­ლოდ ვანო ხოჯაბეგოვის ნახატზეა შემორჩენილი. გრი­გორია­ნცის, ხოჯაბეგოვისა და ელიბეკიანის სურათებზე აღბ­ე­ჭდილი ძველი თბილისი აცოცხლებს მე-19 საუკუნის მიწუ­რუ­ლისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის თვით­მყ­ო­ფად სახეს, ქალ­ა­ქურ ტრადიციებს, თბილისელთა სამოსსა და ქალ­ა­ქურ გასა­რ­თ­ო­ბებს. თბილისელი თვითნასწავლი სომეხი მხატვ­რების ნაივ­ური ნამუშევრები თბილისური ცხოვრების ერთგვარი მატია­ნეებია.

Toggle Accessibility Mode