Nathan der Weise and the Enlightenment: East, Tolerance, and Universal Ethics Cover Image

ნათან ბრძენი და განმანათლებლობა: აღმოსავლეთი, ტოლერა- ნტობა და უნივერსალური ეთიკა
Nathan der Weise and the Enlightenment: East, Tolerance, and Universal Ethics

Author(s): Teona Beridze, Nona Metreveli, Maia Dumbadze
Subject(s): Ethics / Practical Philosophy, German Literature, Philology
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Lessing; Tolerance; Nathan the Wise; Critique; Enlightenment;

Summary/Abstract: გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის „ნათან ბრძენი“ ("Nathan der Weise," 1779) განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ტექსტია. ლესინგი უმაღლეს ღირსებებად გან­­სჯის რელიგიურ ტოლერანტობასა და ჰუმანიზმს. მიუხე­დავად იმისა, რომ „ნათან ბრძენი“ განმანათლებლობის ეპოქის იდეალების, შემწყნარებლობისა და უნივერსალური მორალის სიმბოლოდ იყო აღიარებული, ედვარდ საიდის „ორიენტა­ლი­ზმის" (1978) გამოცემას თან მოჰყვა ლესინგის პიესის კრიტი­კ­ული შეფასებები. მიუხედავად იმისა, რომ ლესინგის ლიტერა­ტ­­ურული დისკურსი აღმოსავლეთს წარმოგვიდგენს სიმბოლურ სივრცედ, რომელშიც დასავლეთი თავის იდენტობას განსაზ­ღვ­რავს, კრიტიკულ მოსაზრებებში შენიშნავენ, რომ პიესაში აღმო­სავ­ლეთი პასიურ ფიგურადაა წარმოჩენილი. ლესინგის პიესაში მოქმედება ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში ვითარდება, მაგრამ იგი XVIII საუკუნის გერმანულ ინტელექტუალურ ხედვას გადმოგვცემს. „სამი ბეჭდის” ცნობილი იგავისა და პიესის ებრა­ელი პროტაგონისტის, ნათანის მორალური სიბრძნის მეშვეობით, პიესაში კონფესიათაშორისი ჰარმონიაა მიღწეული. საპირი­სპი­როდ, პოსტკოლონიური კრიტიკოსები საიდის ევროცენტრულ დი­სკურსის კვალდაკვალ განმანათლებლობის ეპოქის უნივ­ერ­სა­ლიზმის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. სტატიაში ყურადღებას ვამახვილებთ აღმოსავლეთზე, როგორც კულტურულ ტოპოსზე, რაც ლესინგის დრამაში უნივერსალური ჰუმანისტურ იდეებს გან­ამტკიცებს; ასევე, განმანათლებლობის ფილოსოფიის კონტ­ექ­სტში ვაანალიზებთ ლესინგის დრამატული ნაწარმოების აქტუა­ლობას. სტატიაში ასევე შესწავლილია ბოლოდროინდელი კვლ­ევ­ე­ბიც, რომლებშიც კვალავ აღნიშნულია, რომ ლესინგის პიესა უნდა გავოგოთ სეკულარული ტოლერანტობისადმი სწრაფვად. არაერთი ავტორი, მაგ. სამუელ ფაინერი (2012), ფონ შვერინ-ჰაი (2013), ალბრეხტ კლასენი (2021, 2023) და სხვ. მიუთითებენ, რომ „ნათან ბრძენი” ინტერკულტურული ეთიკისა და მორალური კოს­მოპოლიტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული ტექსტია. ისინი მხარს უჭერენ სამეცნიერო თვალთახედვას, რომ თანამედროვე, გლობალურ, პოსტკოლონიურ სამყაროში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურულ და რელი­გ­იურ განზომილებებს, ლესინგის ტექსტი პედაგოგიურ და ფილ­ოსოფიურ რელევანტურობას ინარჩუნებს, რაც “ნათან ბრძენს,” როგორც ჰუმანისტურ ნაწარმოებს აღმოსავლეთსა და დასავ­ლ­ეთს შორის ლიტერატურულ ხიდად აქცევს, სტატიაში კვლევის შედეგად შეჯამებულია თანამედროვე სამეცნიერო მიდგომები პიესისადმი.

Toggle Accessibility Mode