საბას ლავრის ტიპიკონის XVII ს. არაბული თარგმანი და მისი როლი ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღორძინებაში
Peculiarities of the 17th c. Arabic Translation of the Typicon of Mar Sabas's Laura and Its Role in the Revival of Christian Arabic Literature
Author(s): Venera KotchlamazashviliSubject(s): Studies of Literature, Other Language Literature, 17th Century, Translation Studies
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: The Patriarchate of Antioch; Christian Aarabic Literature; Christian Aarabic Manuscripts; Arabic Typicon;
Summary/Abstract: მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია XVII საუკუნის ქრისტიანული არაბული ლიტერატურის განვითარება და განხილულია მისი ერთ-ერთი ლიტერატურული ძეგლის მნიშვნელობა. XVII საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოში სამღვდელოებაცა და მრევლიც არაბულენოვანი ქრისტიანები იყვნენ და მთარგმნელობითი პროცესების განახლებამ ხელი შეუწყო სამღვდელოებაში განათლების დონის ამაღლებას მშობლიურ ენაზე. წინამდებარე სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაწმინდური ტიპიკონის არაბულ თარგმანს, რომელსაც, როგორც სასულიერო ლიტერატურის ნიმუშს, დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. მოცემული კვლევა ემყარება კომპარატივისტულ-ფილოლოგიურ, ისტორიულ და ლინგვისტურ მეთოდოლოგიებს, რაც საშუალებას იძლევა, განვიხილოთ თარგმანების ტექსტობრივი და სტრუქტურული ცვლილებები. ნაშრომში გაანალიზებულია ძირითადი ხელნაწერები, რომლებიც ასახავს ხსენებული პერიოდის ლინგვისტურ და კულტურულ ტენდენციებს. კვლევის შედეგები მიუთითებს, ქრისტიანული არაბული ლიტერატურა არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკის ნაწილია, არამედ ფართო კულტურულ და ლინგვისტურ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფენომენია, რაც მეტყველებს ბერძნულ-სირიული ტრადიციების გარდაქმნაზე არაბულ კულტურულ სივრცეში.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 8/2025
- Issue No: 1
- Page Range: 541-563
- Page Count: 23
- Language: Georgian
