კლასიკური ჩინური სამხედრო სტრატეგიების პროექცია პოლიტიკასა და კორპორატიულ ურთიერთობებში-შემთხვევათა ანალიზი
The Projection of Classical Chinese Military Strategies onto Politics and Corporate Relations: A Multi-Case Study Analysis
Author(s): Shalva ChikhladzeSubject(s): Diplomatic history, Political history, Military policy, Transformation Period (1990 - 2010), Present Times (2010 - today)
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: The Art of War; The Thirty-Six Stratagems; The Methods of Sim; The Six Secret Teachings; Classical Chinese Military Strategies;
Summary/Abstract: კლასიკური ჩინური სტრატეგიები მსოფლიო ფილოსოფიური და ლიტერატურული აზროვნების განუყოფელი და ღირებული მემკვიდრეობაა და შესანიშნავად აღწერს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ცივილიზაციის სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური აზრის გრადაციის პერიპეტიებს. შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა და უნივერსალურობიდან გამომდინარე სტატიაში გაანალიზებულია ოთხი კლასიკური სტრატეგიის: ომის ხელოვნება, 36 ხრიკი, სიმას მეთოდები და 6 საიდუმლო სტრატეგიული სწავლება და მათი გამოყენება თანამედროვე ჩინურ პოლიტიკურ და კორპორატიულ ურთიერთობებში. შემთხვევათა ანალიზი დაფუძნებულია ხსენებული ოთხი ტექსტის კონკრეტული სტრატაგემების პრაქტიკულ-შინაარსობრივ კვლევასა და მათ ადაპტაციაზე თანამედროვე ჩინურ პოლიტიკურ და კორპორატიულ ურთიერთობებში. საკითხის ამ პრიზმიდან გაშუქება ქართული აკადემიური სივრცისთვის წარმოადგენს სრულ სიახლეს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინურ ბიზნეს თუ გეოპოლიტიკური სტრატეგიის ფორმირების პროცესში ტრადიციული ფილოსოფიური აზრი და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია. შემთხვევათა ანალიზი მოიცავს ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გლობალურ პროცესებში ჩინურ კორპორატიულ და პოლიტიკური მანევრების ხსენებული პრიზმიდან კვლევასა და მიზნად ისახავს კლასიკურ სტრატეგიებთან მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩვენებას.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 8/2025
- Issue No: 1
- Page Range: 365-387
- Page Count: 23
- Language: Georgian
