აგვისტოს მოვლენების (2008) მსოფლიოზე გავლენის ანალიზი ჩინურ სამეცნიერო ლიტერატურაში
The Impact of the August Events (2008) on the World: Analysis in Chinese Scholarly Literature
Author(s): Marine JibladzeSubject(s): Diplomatic history, Political history, Transformation Period (1990 - 2010), Present Times (2010 - today)
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: War; Russia; Georgia; China; World;
Summary/Abstract: წინამდებარე ნაშრომის კვლევის მიზანია, გამოავლინოს და განიხილოს რუსეთ-საქართველოს ომის მსოფლიოზე, მათ შორის, ჩინეთზე გავლენის შეფასება და ანალიზი ჩინურ სამეცნიერო ლიტერატურაში, რაც დაგვეხმარება, გავარკვიოთ იმდროინდელი ტენდენციები და ხედვები, ინფორმირებულობა და ცნობიერება ჩინურ სამეცნიერო წრეეში. ჩვეულებრივ, სამეცნიერო წრეები იწყებენ ამა თუ იმ საკითხის კვლევას და შედეგების გაზიარებას, რაც მოგვიანებით შეიძლება, აისახოს ქვეყნის პოლიტიკაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაზე, რაც მეტ მნიშვნელობას სძენს ნაშრომს. წინამდებარე ნაშრომში ასევე განვიხილავთ ჩინური სამეცნიერო წრეებისთვის აგვისტოს მოვლენების თემის აქტუალობას და დაინტერესების მიზეზებს; ვადგენთ ჩინეთის თვალით დანახულ საქართველოს გეორგაფიულ მდებარეობასა და მის გეოსტრატეგიულ ღირებულებას.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 8/2025
- Issue No: 1
- Page Range: 298-320
- Page Count: 23
- Language: Georgian