1554-1555 y. Muhimme Defters about Georgia Cover Image

1554-1555 წლის მუჰიმე დავთარები საქართველოს შესახებ
1554-1555 y. Muhimme Defters about Georgia

Author(s): Mirian MAKHARADZE, Zaza Shashikadze
Subject(s): Archiving, Economic history, Political history, Social history, 16th Century, The Ottoman Empire
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Ottoman; Georgia; Muhimme; Defters;

Summary/Abstract: საქართველოს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია „მუჰიმე დავთრები“ (Mühimme Defteri). მათში დაცული ჩანაწ­ერები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავს, რაც სიახლეა ქართული საისტ­ორიო ლიტერატუ­რის­ათ­ვის. თურქეთის არქივებში დაცულია აღნიშნული დავთრების 260-ზე მეტი ტომი ინახება. მათი ძირითადი ნაწილი სტამბოლში, საპრეზიდენტო საარქივო სამმარ­თველოს ოსმალურ არქივშია. დოკუმენტები ოსმალური ხელითაა დაწერილი. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო მათი გამოცემა ლათინური ტრანს­კრი­ფ­ც­იის თანხლებით, თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ მცირე ნაწ­ილი, რამდენიმე ტომია გამოცემული. სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში დაცულ ,,მუჰიმე დავთრებში“ ცნობების გადმოცემა იწყება ჰიჯრის 961 (1553/54) წლით. აღნიშნული პერიოდი ემთ­ხვევა ოსმალეთის სულთან სულ­ეიმან I-ის მესამე ლაშქრობას ირანის წინაა­ღმ­დეგ. პიველ დავ­თრებში, რომლებიც საქართველოს ეხება უმთავრესად გად­მოცე­მულია სხვადასხვა პირთა დაჯილდოება, იმის გამო რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ნახიჭევანისა და ოლთისის ლაშქ­რობებში. აგრეთვე ასახულია ქართველი ხალხის ბრძოლა ოსმ­ა­ლთა წინააღმდეგ, ბრძოლა ილგართან და ქიამხისთან, ქართულ ტერ­იტორიებზე ოსმალთა მმართველობის დამყარებაზე. მუჰიმე დავთრების თარგმნა, სათანადო კომენტარების დარ­­თვა და გამოცემა უთუოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხის შესასავლლად.

Toggle Accessibility Mode