საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამანიანთა პერიოდის დირჰამები გრაფიტით
Dirhams of the Samanid period with Graffiti found on the territory of Georgia
Author(s): Evgeni TchanishviliSubject(s): Archaeology, Economic history, 6th to 12th Centuries
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Graffiti; Dirham; Caucasus; Trade;
Summary/Abstract: გრაფიტი, როგორც სოციო-კულტურული გამოხატულების ფორმა უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ძალიან ბევრი ნიმ¬უში ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან და განსაკუთრებით ძვე¬ლი რომის იმპერიის პერიოდის ნიმუშებიდან შემოგვრჩა. გრა¬ფ¬იტის გამოყენების პრაქტიკა არამხოლოდ კედლებზე შესრულ¬ებულ მხატვრობას თუ მინაწერებს ან მინაკაწრებს წარმოა¬დგ-ენდა, არამედ ვრცელდებოდა ისეთი მცირე ზომის თუმცა საყოვ¬ელთაო ნივთებზე, როგორიც არის მონეტა. ფული წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს ისეთ საზოგადო სიმბოლიკას (განსაკ¬ურთრებით წვრილი ნომინალის ფული), რომელიც ხელმის¬აწ¬ვდომი და განკუთვნილი იყო ნებისმიერი სოციალური ფენის¬ათვის. საქართველოს ისტორიაშიც, ფულს ყოველთვის გააჩნდა მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა და გამოიყენებოდა არა¬მხოლოდ ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ფორმით, არ¬ა¬მედ შემდგომში იძენდა განსხვავებულ ფუნქციებსაც და ატარ¬ებდა, როგორც ეთნოგრაფიულ, ისე პროპაგანდისტულ, თუ კულ¬ტურულ დატვირთვას. ძალიან ხშირად მაღალი ხარისხის ვერცხლის დაბალი ნომინალის მონეტები გამოიყენებოდა, როგ¬ორც სამოსის დეკორაციის ნაწილი ან სამოსის კონკრეტული ფუნ¬ქციის მატარებელი.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 7/2024
- Issue No: 2
- Page Range: 560-568
- Page Count: 9
- Language: Georgian
