The role of cultural background in the process of language learning Cover Image

კულტურული ფონის როლი ენის შესწავლის პროცესში
The role of cultural background in the process of language learning

Author(s): Zeinab Akhvlediani
Subject(s): Foreign languages learning, Sociolinguistics, Philology, Turkic languages
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: learning a foreign language; cultural background; lingocultural dictionary; factors hindering cross-national communication; precedent units;

Summary/Abstract: ენის შესწავლის პროცესის სირთულეებზე მრავალი ნაშრ­ომი დაწერილა. ენის შესწავლა ენობრივი სტრუქტურის გარდა, შესასწავლი ენის კულტურული ფონის აღწერასაც უნდა ემსახ­უ­რ­ებოდეს, ერთაშორისი ჯანსაღი კომუნიკაცია ენის ლინგვი­სტ­ური სირთულეების გარდალახვასთან ერთად, ენის კულტ­ურ­ული კუთხიდან აღქმა-შესწავლასთანაც ასოცირდება, რაც შემ­სწ­ა­ვლელის მხრიდან განსაზღვრული ენობრივი კოლექტივისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპებისა და სამყაროს მათეული ხედ­ვის აღქმას განაპირობებს. ჩემი ინტერესის სფეროს ენისადმი ლინგვისტური მიდგ­ომის პარალელურად, შემსწავლელის მიერ შესასწავლი ენის კუ­ლ­­ტურული ფონის შესახებ ინფორმაციულობის გამოვლენა, ენ­ი­ს­ადმი კონცეპტუალური მიდგომის საკითხში საჭირო რეკო­მე­ნდაციების შემუშავებაზე მსჯელობა წარმოადგენს. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა ოცდაორმა თურქული ენის შემსწავლელმა ქართველმა მიიღო, ნათელი მოჰფინა შესა­სწავლი (თურქული ენის) კულტურული სამყაროს შესახებ შემსწ­ავლელთა ინფორმაციულობას, მოგვცა არსებული სურათის გან­ხ­ილვისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით რეკომე­ნდა­ციების შემუშავების აუცილებლობაზე მსჯელობის საშუალება. ანკეტური კვლევის შედეგმა შემდეგი სურათი გვიჩვენა: ქართველ ენის შემსწავლელთა ინფორმაციულობა მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამედროვე გმირებითა და მოვლენებით შემო­იფარგლება, რომლის უზრუნველყოფასაც ვიზუალური სანახ­აო­ბ­ები: საინფორმაციო არხები, ვიდეო რგოლები, ინტერნეტ­წყარ­ოები ახორციელებს. კულტურულ სიღრმეებს კი, რომელიც ენო­ბ­რივი კოლექტივის ეროვნულ სულს, ლიტერატურულ ტრად­იციებს, სტერეოტიპული წარმოდგენების შედეგად პრეცე­დენ­ტად ქცეულ პირებსა თუ მოვლენებს წარმოადგენს, სამწუხაროდ ქართველი ენის შემსწავლელი არ იცნობს. ჩემი რეკომენდაციებიც ენის შესწავლის პროცესში არსებ­ული ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება: ენის შესწავლისას აუცილებელია კულტურული ელემენტების პროცესში ჩართ­უ­ლობის უზრუნველყოფა: ენის სწავლის პროცესში დონესთან ადაპტირებულად ენობრივი კოლექტივის კულტურის ამსა­ხვ­ელი ლიტერატურის მიწოდება; სასურველია ლინგვოკულ­ტუ­როლოგიური ლექსიკონის შემუშავება, რომელიც ერის კულ­ტურის ასახვის საფუძველზე ენის შემსწავლელზე შესასწავლი ენის სულიერი სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და შედეგად, ერთაშორის ჯანსაღ კომუნიკაციას განაპირობებს.

Toggle Accessibility Mode