Great researcher of Georgian history and Georgian Oriental studies Cover Image

საქართველოს ისტორიისა და ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის დიდი მკვლევარი
Great researcher of Georgian history and Georgian Oriental studies

Author(s): Giorgi Akhalkatsishvili
Subject(s): Diplomatic history, Political history, Modern Age, Special Historiographies:
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Georgian Orientalist; Giuli Alasania; History of the Near East; History of Georgia; Collection of Articles; University of Georgia;

Summary/Abstract: დღეს, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ, თუ¬რ¬ქ¬ოლოგიის, განვითარების საქმეში ბევრი მკვლევარი და მეცნ¬იერია ჩართული. მე, ამჯერად, მაქვს პატივი, ხაზი გავუსვა ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის, პოლიტიკისა და ცივილიზაციის მკვლევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებლისა და ერთ-ერთი პრეზი¬დ¬ე¬ნტის (პროფ. მანანა სანაძესთან ერთად) - პროფესორ გიული ალა¬სანიას ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის საკითხებს. ქალბატონი გიული ალასანია მრავალი ათეული წელია ეწევა პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას საქართველოში არსე¬ბულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა შორის გამოსარჩევია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ¬მ¬წ¬იფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერს¬ი¬ტ¬ეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ხანგრძლივი და ნაყო¬ფიერი მოღვაწეობის განმავლობაში განსაკუთრებული პატივ¬ი¬ს¬ცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა როგორც სტუდენტ¬ების, ასევე კოლეგების მხრიდან. მან თავდაუზოგავი შრომ¬ის¬მოყვარეობით და სანიმუშო პროფესიონალიზმით შეძლო არა¬ე¬რთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სამეცნიერო სფე¬რ¬ოში. ამის დასტურია მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშ¬რ¬ო-მების, სტატიების თუ მონოგრაფიების ვრცელი სია, რომ¬ლებიც სტუდენტებისთვის სახელმწიფო, ასევე უცხოურ, ენაზე არს¬ებულ შეუცვლელ სახელმძღვა¬ნელოებს წარმოადგენენ. მართ¬ა¬ლია ქალბატონი გიულის ძირითადი კვლევები საქარ¬თვე¬ლოსა და ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიას უკა¬ვ¬ში¬რდება, თუმცა მისი კვლევის სამეცნიერო არეალი საკმაოდ ფარ¬თოა. იგი მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამე¬ცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სად¬აც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს როგორც ქართველ, ასე¬ვე უცხოელ კოლეგებს. იგი არის არაერთი საინტერესო და მნი¬შვნელოვანი საგრანტო პროექტის წევრი და ავტორი. მუდმ¬ი¬ვად არის მზად, რომ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი და პოლემიკური მოვლენების შესწავლით გაამდიდროს სამე¬ცნიერო საზოგადოება.

Toggle Accessibility Mode