Turkish Foreign Policy During the Rule of Turgut Özal Cover Image

თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში
Turkish Foreign Policy During the Rule of Turgut Özal

Author(s): Elisabed Machitidze
Subject(s): Diplomatic history, Political history, Transformation Period (1990 - 2010), Present Times (2010 - today), Globalization
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Turkey; Turgut Ozal; foreign policy; globalization; Economic and political changes;

Summary/Abstract: წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალი­ზებ­უ­ლია თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები 1983-1993 წლებში. მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვით­არებაში გარდამტეხი როლი შეასრულა თურგუთ ოზალმა, რომ­ელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი (1983-1989), ხოლო შემდეგ კი ქვე­ყ­ნის პრეზიდენტი იყო (1989-1993). ამ პერიოდში განხორციე­ლე­ბულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშ­ვ­ნ­ელოვნად განაპირობა ქვეყნის შემდგომი განვითარება. აღსანიშნავია, რომ ოზალმა, თავის თანამედროვე ლიდე­რ­ე­ბზე გაცილებით ადრე განჭვრიტა გლობალიზაციის ორივე მხა­რე, როგორც პერსპექტივები, ასევე რისკებიც. ოზალი ატარებდა მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ოზალის საგარეო პოლი­ტ­იკა მიზნად ისახავდა, პირობების შექმნას დაჩქარებული ეკონომ­იკური განვითარებისათვის. ოზალის საგარეო პოლიტიკაში იკლო იდეოლოგიურმა ზე­გ­­­ა­ვლენამ და იგი უფრო პრაგმატული გახდა. ოზალის საგარეო პოლიტიკის თავისებურება იყო ის, რომ იგი ორიენ­ტი­რებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე. ითვალისწინებდა რა ქვეყნის გეოსტრატეგიულ და გეოპ­ო­ლ­იტიკურ მდებარეობას, თურქეთი ატარებდა დივერსიფიც­ირ­ე­ბულ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ორიენტირებული იყო მრ­ა­ვალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის პარალელურად, 1980-იან წლებში თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნე­ლო­ვანი მიმართულება იყო მუსლიმურ ქვეყნებთან დაახლოება სავა­ჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით. ოზალის დროს თურქეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად იყო ორიენტირ­ებ­ული ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ცენ­­­ტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი და ახლო აღმოსა­ვ­ლ­ეთი. თურქეთი ცდილობდა გამხდარიყო ამ რეგიონების პოლ­ი­ტიკური და ეკონო­მიკური ცენტრი. ოზალი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას არ განიხილავდა დასავლე­თთან ურთიერთობის სანაცვლოდ, პი­რ­იქით, ამას ხელი უნდა შეეწყო დასავლეთთან თურქეთის ურთ­იერთობის გაძლიერებისათვის. ოზალი თვლიდა, რომ თურქეთი უნდა გამხდარიყო ისლ­ამური სამყაროს დამაკ­ავშ­ირებელი ხიდი დასავლურ სამყა­რო­ს­თან, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკური თანამშ­რომ­ლობის გან­ვ­ითარებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მშვიდობის გან­მ­ტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ოზალი პრაგმატული პიროვნება იყო და მისი გადაწყვე­ტი­ლ­ებები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე, შეესაბამებოდა იმ პერიოდში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თავის­უფალ საბა­ზრო ეკონომიკაზე და ღია კარის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთად, თურქეთმა შეძლო გახდარიყო რეგიონის ლიდერი სახე­ლმწიფო. ამაში გარკვეული როლი შეასრულა იმ საგარეო პოლ­ი­ტ­იკამ რომელსაც 1980–იან წლებში ატარებდა ოზალის მთავ­რ­ობა.

Toggle Accessibility Mode