Eastern policy of the Democratic Republic of Georgia: Relations with the North Caucasus (1918-1921) Cover Image

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლური პოლიტიკა : ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიასთან (1918-1921)
Eastern policy of the Democratic Republic of Georgia: Relations with the North Caucasus (1918-1921)

Author(s): Giorgi Batsikadze
Subject(s): Political history, Recent History (1900 till today), Interwar Period (1920 - 1939)
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Democratic Republic of Georgia; Mountaineers Republic; Caucasus; Bolsheviks; Denikin; Confederation; Independence; Georgian Legion;

Summary/Abstract: სამეცნიერო სტატია ეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიასთან, აანალ¬იზებს მის სპეციფიკურ ხასიათს 1918-1921 წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და წარმოაჩენს ურთიე¬რთ¬ობის ძირითად პრინციპებს. 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, პროცესი ურთულესი საერთაშორისო და შიდა გამოწვევების ფონზე წარიმართა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა მთიელთა რესპუბლიკამაც, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ძირითად ნაწ¬ილს მოიცავდა. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმ¬წიფ¬ოების დამოუკიდებლობას საერთო ძალა ებრძოდა, ჯერ თეთ-რგვარდიული, შემდეგ კი ბოლშევიკური რუსეთის სახით. საე¬რთო ბრძოლაში წარმატებისთვის ორივე მხარე კარგად აცნო¬ბიერებდა კავკასიის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისებისა და მეზობელთა ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე დაიწყო სიცოცხლე, რასაც თან ემატებოდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ქვეყნის შიგნით. ლოგიკურად, სახელმწიფოს შემოსავლების კოლოსა¬ლ¬ური ნაწილი თავდაცვაზე იხარჯებოდა, რაც სერიოზულ ფინა¬ნსურ პრობლემებს ქმნიდა, ჯეროვანი რეფორმების განხორცი¬ელ¬ებისა და სრულფასოვანი ჩამოყალიბების პროცესს აფერხებდა. თუმცა, ქვეყნის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლება, რამდენადაც იგი რუსეთისგან თავ¬დაცვის ფარს ქმნიდა და სრულიად კავკასიის დამოუკი¬დებ¬ლო¬ბას აძლიერებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავ¬რობა თავისი არსებობის მანძილზე მხარს უწყვეტად უჭერდა მთი¬ელთა რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკური, ისე მატე¬რია¬ლური რესურსით. მთიელთა ინტერესები იმდენად დაუკავ¬შირდა საქა¬რთველოს, რომ ბოლოს იგი საქართველოსთან ავტო¬ნომიის უფლ-ებით შეერთების თხოვნამდეც მივიდა. წარმოდგენილი კვლევა ნათლად წარმოაჩენს ურთიერთ საჭიროებებსა და ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თა¬ნ¬¬ამშრომლობის შინაარსს. ქვეყნის მძიმე მდგომარეობის ფო¬ნზე ჩრდილოეთ კავკასიის უწყვეტი და მრავალმხრივი მხარდაჭერის კონტექსტი კი ცხადყოფს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისთვის ჩრდილოელი მეზობლების თავისუფლების მნი¬შვნელობას. სტატია ეფუძნება საარქივო დოკუმენტებს, სამეცნიერო ლი¬ტ¬ერატურასა და პერიოდული პრესის მასალებს. ზოგიერთი წყარო და დეტალი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმო¬ქცევაში.

Toggle Accessibility Mode