The Population of Tbilisi as Perceived by Foreign Travellers in the Nineteenth Century Cover Image

უცხოელ მოგზაურთა თვალით დანახული თბილისის მოსახლეობა XIX საუკუნეში
The Population of Tbilisi as Perceived by Foreign Travellers in the Nineteenth Century

Author(s): Irine Natchkebia
Subject(s): Cultural history, Ethnohistory, 19th Century
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Tbilisi; European travellers; ethno religious composition; Georgians; Armenians; Muslims; Germans;

Summary/Abstract: თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, ოდითგანვე იყო ევროპისა და აზიის კულტურული და პოლიტიკური გზაჯვ­არ­ე­დინი. XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის საქართველოზე კონტ­როლის დამყარების შემდეგ თბილისის პოლიტიკური ფუნქცია პირველივე წლებიდან ძირეულად შეიცვალა. ამ კონტექსტში საი­ნტერესოა საქართველოში სხვადასხვა მიზნით მოგზაურ ევრ­ოპელთა თხზულებებსა და ვენსენის არქივში (საფრანგეთი) დაც­ული ცნობები. ამ მოგზაურთ შორის იყვნენ სამხედრო პირები, გეოგრაფები, იურისტები, მწერლები, მხატვრები, ექიმები და სხვ. მათ ნაწერებში დაცული ინფორმაცია თბილისის მოსახლეობის ეთნორელიგიური შემადგენლობის, წეს-ჩვეულებებისა და საქმ­ია­ნობის შესახებ თემატურად დავახარისხეთ და გავაანალიზეთ. ჩვენს მიერ მოძიებული მასალის მიხედვით ჩანს, რომ თბი­ლისის ძირითად მოსახლეობას სომხები და ქართველები, შედ­არ­ებით მცირე ჯგუფებს კი მუსლიმები, თათრები და სპარსელები, შეადგენდნენ. XIX საუკუნის პირველ წლებში თბილისის მოს­ახ­ლეობას შეემატნენ რუსი სამხედრო მოხელეები და ჯარისკაცები, ოციან წლებში კი აქტიურად დაიწყო სომხებისა და გერმან­ელ­ების ემიგრაცია, რაც სამხედრო, პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული. მოგზაურთა ცნო­ბ­ები დიდწილად ეყრდნობა მათ მიერ ქუჩებში, ბაზრებში, ქარვ­ას­ლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამართულ მიღ­ე­ბებზე მიღებულ ინფორმაციას. ამ მასალიდან ჩანს, რომ თბილ­ისში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულთა (ოსები, ლეკები, სპარსე­ლები, ჩერქეზები, დაღესტნელები, ფრანგები, გერმანელი კოლო­ნისტები და სხვ.) იერსახე, აგრეთვე სალაპარაკო ენების სიმ­რა­ვლე და კოსტიუმების მრავალფეროვნება და თბილისს განუ­მე­ო­რებელ კოლორიტს ანიჭებდა. უცხოელი მოგზაურები ინფორმაციას თბილისის მოსა­ხლე­ობის ეთნორელიგიური შემადგენლობის, მათი ადათ-წესებისა და ჩვეულებების შესახებ თავიანთი კულტურისა და ღირებ­ულ­ებების პრიზმაში ატარებდნენ. ამიტომ, იმისგან დამოუკიდ­ებ­ლად, თუ რა დრო დაყო ამა თუ იმ მოგზაურმა საქართველოში, მათი ცნობები გარკვეული სუბიექტურობისგან დაზღვეული არ არის. მიუხედავად ამისა, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც განათ­ლებული ევროპელი მკითხველი იღებდა საქართველოს შესახებ. ამ მოგზაურთა მიერ მოწოდებული მდიდარი მასალა საკვლევად მეტად საინტერესო წყაროა და სწორედ ამაში მდგომარეობს მოგ­ზაურის ნაწერების მნიშვნელობა. ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კი შეი­ძ­ლება ითქვას, რომ მთელი XIX საუკუნის განმავლობაში თბი­ლისი მნიშვნელოვან მულტიკულტურულ როლს ასრულებდა, რადგან იქ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები თანაარსებობდნენ, რაც ამ ქალაქის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშნი იყო.

Toggle Accessibility Mode