„რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)
“Repressions on Religious Grounds in Soviet Georgia” (According to the data of the MIA archive)
Author(s): Zviad TkabladzeSubject(s): Military history, Political history, Interwar Period (1920 - 1939), History of Communism, History of Religion
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: religions; repressions; clergy; Soviet Georgia; archive;
Summary/Abstract: ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინ¬ან¬სებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამე-ცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის (NFR-22-21090) - „რელ¬იგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქი¬ვის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორც-იე¬ლდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიც¬ია¬ტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით. რეპრესირებულ პირთა ბედი გვიჩვენებს, თუ რა ტრაგ¬იკ¬ული შედეგები მოჰყვა საბჭოთა კავშირის იმპერიულ გადაწყ¬ვე¬ტილებებს რიგითი ადამიანებისთვის. საბჭოთა რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შეუსწავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ათასობით რეპრე¬სი¬რ¬ებულ სასულიერო პირთა საქმეები, რომელიც სხვადასხვა არქი¬ვშია დაცული. თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგ¬იური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრეს¬ირ¬ე¬ბ¬ული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშ¬უქებას. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, აქტიურად დაი¬წყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლი¬ტი¬კის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა დენომინაციის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები, განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მართლმად¬იდებლური, კათოლიკური, სომხური-სამოციქულო, ქრისტი¬ა¬ნულ-პროტესტანტული, სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების, ასევე იუდეური, ისლამური თემების სასულიერო პირების რელ¬იგიური მოტივებით დევნა. სასულიერო პირთა დევნის საფუ¬ძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრ¬ევო¬ლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას. დამუშა¬ვე¬ბული იქნა იმ სასულიერო პირთა შესახებ ინფორმაცია, რომლ¬ებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვ¬რეტ¬ილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები. მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი, ლალი ეხვაია.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 7/2024
- Issue No: 2
- Page Range: 93-116
- Page Count: 24
- Language: Georgian
