ახალი ცნობები ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მე 17 ს-ის დასაწყისში. ირანელი ავტორის, ფაზლი ბეგ ხუზანი ისფაჰანის წყაროს „აფზალ ალ თავარიხის“ მიხედვით: ისა - ხან მირზა და შაჰ-აბას I
New information about Iran-Georgia relations at the beginning of the 17th century According to the Iranian author, Fazli Beg Khuzani Isfahani's Afzal al-Tawarikh:- Isa Khan Mirza and Shah-Abbas I
Author(s): Tamar LekveishviliSubject(s): Diplomatic history, 16th Century, 17th Century
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Isa Khan; Shah Abbas; Fazli Beg Khuzani Isfahani; Iran-Georgian relations;
Summary/Abstract: მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის ისტორიული თხზულება შაჰ აბას I -ის (1587-1629) მმა¬¬რთველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ფაზლის დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის, „აფ¬ზალ ალ-თავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს (თხზ¬ულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა), რომე¬ლ¬შიც ვრც¬ლადაა მოთხრობილი მე-17 საუკუნის, კერძოდ კი ირან-საქა¬რთველოს ურთიერთობის შესახებ. „აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნე¬ლ¬ო¬ვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდის ეპოქის საკვ¬ლევად (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგ¬ადად, კავ¬კასიის ისტორიის შესასწავლად. შაჰ-აბასის ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფა¬ჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი იყო და როგორც სეფიანთა ირა¬ნის, ასევე საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი გახლდთათ. იგი ქართველების შეს¬ა¬ხებ მრავალი დღემდე უცნობი და საყურადღებო ცნობის ავტო¬რად გვევლინება. ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ის¬ტ¬¬ო¬რიის გარკვეულ პერიპეტიებს. წინამდებარე სტატიაში განხილულია საქართველოს ისტ¬ორ¬იისთვის რამდენიმე უცნობი ეპიზოდი ირანში გაზრდილი, გა¬მ¬უსლიმებული ბატონიშვილის, ალექსანდრე კახთა მეფის (15 74-1605), გიო¬რგის ვაჟის, ისა ხან მირზას და შაჰ-აბასის ურთ¬იერ¬თობის ისტორიიდან.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 7/2024
- Issue No: 2
- Page Range: 27-39
- Page Count: 13
- Language: Georgian
