თანამედროვე ქართულ-თურქული ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი (სოციალური ანალიზი)
Some aspects of modern Georgian-Turkish relations (social analysis)
Author(s): Nugzar ChkhaidzeSubject(s): Social history, International relations/trade, Tourism
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Georgia; Turkey; trade relations; tourism; political relations;
Summary/Abstract: საკვლევი თემის აქტუალობა, უპირველეს ყოვლისა, განპ¬ი¬რ¬ობებულია იმ გარემოებით, რომ თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ისტორიის მანძილზე ჩვენი ურთიერთობები არაერთგვაროვნად ვითარდებოდა, იყო როგორც დაპირის¬პირ¬ების, ასევე მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდები. დღეისა¬თ¬ვის თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს. თან¬ამედროვე თურქეთი ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული პარ¬¬ტნიორია. ამიტომ, ამ მძლავრი პოლიტიკური და ეკონო¬მი¬კური გავლენის ქვეყანასთან პოზიტიური ურთიერთობები მნიშ¬ვნე¬ლოვნად წაადგება ჩვენს ქვეყანას მრავალი პრობლემის მოგვ¬არებაში. თემის აქტუალობა მდგომარეობს იმაშიც, რომ თანამედ¬რ¬ოვე ქართულ-თურქული ურთიერთობები, უმეტესწილად, შეს¬წ¬ავლილია ოფიციალური სახელისუფლო დოკუმენტების ან ისტ¬ორიული წყაროების საფუძველზე. მიუხედავად ასეთი მას¬ა¬ლ¬ების დიდი მნიშვნელობისა, მათში არ ჩანს საქართველოს რიგ¬ითი მოქალაქეების დამოკიდებულება თურქეთთან მიმარ¬თ¬ე¬ბ¬აში. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ბათუმელი რესპო¬ნდ¬ენ¬ტების სოციოლოგიური გამოკითხვის მეშვეობით, ჩვენ კომ¬პლე¬ქსურად შევისწავლეთ და წარმოვაჩინეთ მათი თურ¬ქეთთან დამ¬ო-კიდებულების სხვადასხვა ასპექტი. ოფიციალური სტრ¬უქ¬ტუ¬რების მხრიდან ჩვენი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება მოგ¬ვცემს იმის საშუალებას, რომ სწორად დაიგეგმოს და განხ¬ორ¬ციელდეს თურქეთთან ურთიერთობის სხვადასხვა ღონისძიება. კვლევაში ყურადღება გავამახვილეთ შემდეგ კონკრეტულ საკით¬ხებზე: გარკვეული დროით თურქეთში განხორციელებული ვიზ¬იტები; რესპონდენტებისა და მათი ახლობლების თურქეთში ვიზ¬¬იტის მიზნები; დამოკიდებულება ბათუმში ჩამოსული თურ¬ქეთის მოქალაქეებისადმი; თურქეთიდან გასაყიდად შემოსული, სხვადასხვა სახის პროდუქციის ხარისხის შეფასება (შესაძლე¬ბლ¬ობის შემთხვევაში, პროდუქტისა და გამომშვები ფირმის სახ¬ე¬ლის დაკონკრეტებით), ასევე, სხვადასხვა თურქული საქონლის რეკლამის მათზე ზეგავლენის დონე; ქართულ-თურქული ბიზ-ნეს-ურთიერთობების ზოგადი შეფასება; თურქული ინვესტ¬იცი¬ების მოზიდვის საკითხი; თურქეთში სამუშაოდ წასულთა წინაშე მდგარი პრობლემები; თურქეთში სამუშაო ვიზის მოქმედების ვადის გაზრდის მიზანშეწონილობა; თურქეთიდან ჩამოსულ ტურ¬ისტულ ჯგუფებზე მიმაგრებული გიდების კვალიფიკაციის დონე; საქართველოს ტელევიზიებით ნაჩვენები თურქული კინ¬ოპროდუქციის ხარისხობრივი შეფასება; თურქეთის არქივ¬ებში საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების შესწავლის აუც¬ი¬ლებლობა; ქართულ-თურქული ურთიერთობების დღევა¬ნდ¬ელი მდგომარეობის ზოგადი შეფასება და მისი განვითარების პერ-სპექტივები.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 7/2024
- Issue No: 1
- Page Range: 448-460
- Page Count: 13
- Language: Georgian