Cultural Concepts in the Turkish Translation of „The Knight in the Panther’s Skin“ Cover Image

კულტურული კონცეპტები „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში
Cultural Concepts in the Turkish Translation of „The Knight in the Panther’s Skin“

Author(s): Nona Nikabadze, Gül Mükerrem Öztürk
Subject(s): Language studies, Translation Studies, Georgian literature
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: „The Knight in the Panther’s Skin“; Turkish translation; Devil; Sun; Moon;

Summary/Abstract: წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პროფ. ბილალ დინდ­არისა და ასისტ. პროფესორ ზეინელაბიდინ მაქასის მიერ თურქ­უ­ლად თარგმნილ შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ კორპუსლინგვისტურ და კრიტიკულ ანალიზს. ჩვენ წარმო­გიდ­გენთ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი და თარგმნილი ტექსტების შედარებას. „ვეფხისტყაოსანი“ შუა საუკუნეების ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. „ვეფხისტყაოსანი“ ლირიკული პასაჟების შემცველი ეპიკური თხზულებაა, რომლის სიუჟეტი არა­ბეთსა და ინდოეთში ვითარდება. სამიზნე ენაში ხშირად ვხვ­დებით კულტურულ-სპეციფიკურ კონცეპტებს, მთარგმნელი ცდი­ლობს საკუთარ კულტურას მოარგოს ორიგინალ ტექსტში არსებული ლექსიკური ერთეულები. ეს კულტურული კონცე­პტ­ებია: მზე, მთვარე, ეშმა, ღვინის სმა. კვლევისას ვიყენებდით შემდეგ მეთოდებს: კვლევის კორპ­უ­სლინგვისტური მეთოდი, რომელიც თანამედროვე ჰუმანიტ­ა­რულ კვლევებში აქტუალურია. ამ მეთოდის გამოყენება დიდი მოცულობის ემპირიული მასალის სწრაფად და ეფექტურად დამ­უშავების საშუალებას იძლევა, რაც კვლევის პროცესს ამარ­ტი­ვ­ებს. კვლევის პროცესში ასევე გავიყენეთ ლინგვოკულტ­უროლ­ო­გ­ი­ური ანალიზის მეთოდი. თანამედროვე ლინგვოკულტ­ურო­ლ­ო­გიური კვლევები შედარებით-შეპირისპირებითი ხასიათისაა, რად­­გან ორი ან მეტი ენის მასალის შედარებისას განსაკ­უთ­რებ­უ­ლად მკვეთრად ვლინდება კონცეპტების ნაციონალური სპეცი­ფ­იკა და უნივერსალობა. ლინგვოკულტუროლოგიური ანალი­ზის მიხედვით სამ განსხვავებულ კულტურულ ტექსტში ჩვენ გამო­ვიკვლევთ არსებულ კულტურულ კონცეპტებს, რაც დაგვ­ეხმ­ა­რება დაწვრილებით აღვწეროთ ენობრივ პროცესში გამოხატული კულტურული ცნებები.

Toggle Accessibility Mode