The Sanjak-Beg Abashidzes’ land ownership-land use in Adjaraduring the rule of the Ottoman and Russian empires Cover Image

სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების მიწათმფლობელობა - მიწათსარგებლობა აჭარაში ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მმართველობის დროს
The Sanjak-Beg Abashidzes’ land ownership-land use in Adjaraduring the rule of the Ottoman and Russian empires

Author(s): Turmanidze Otar
Subject(s): Political history, Modern Age, Recent History (1900 till today), Pre-WW I & WW I (1900 -1919), Interwar Period (1920 - 1939), The Ottoman Empire
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: land ownership; Tanzimat; Ashari; rent; buying-selling;

Summary/Abstract: ბათუმელი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეები აჭარაში იმერეთიდან, კერძოდ, არგვეთის საერი¬სთავოდან ჩამოსახლდნენ XVI საუკ¬უ¬ნეში. აჭარა მაშინ ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. აბაშიძეები აქ გამუსლიმანდნენ და ოსმალეთის სახელმწიფოს სამსახურში ჩადგნენ. ოსმა¬ლეთის სულთანმა მათ ადგილ-მამულები უბოძა და ლაზისტანის სანჯაყის ბეგის წოდებაც მიანიჭა. აბაშიძეები აჭარაში მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ. სტატიაში განხილულია ბათუმელი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების მიწა¬თ¬მფლობელობა-მიწათსარგებლობის საკითხები. ოსმალ¬ე¬თში აგ¬რ¬¬არ¬ული რეფორმის (თანზიმათი) განხორცი¬ელების შემდეგ აღა-ბე¬გებს ადგილ-მამულები კერძო საკუთრებაში აღარ ჰქონ¬დათ. სანაცვლოდ მათ სამემკვიდრო პენსიები დაუნიშნეს, მაგრამ აბა-შიძეებს, როგორც ოსმალეთის იმპერიის დანარჩენ აღა-ბეგებს, ადგ¬ილ-მამულები დარჩათ მფლობელობა-სარგებლობის უფლ¬ებით. ოსმალეთის ხელისუფლების დროს განუწყვეტლივ მიმდ¬ინარეობდა ბრძოლა ადგილ-მამულების თაობაზე სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ მიწათმფლობელებს შორის. ეს ბრძ¬ოლა გაგრძელდა რუსეთის ბატონობის დროსაც. ამ პერიოდში ბათუმელმა სანჯაყ-ბეგ აბაშიძეებმა დაიწყეს ადგილ-მამულების მასობრივი გაყიდვა. ისინი ეწეოდნენ აგრეთვე მიწების დაგი¬რავებასა და იჯარით გაცემას. აქედან მიღებული ნატურალური თუ ფულადი შემოსავალი მათი არსებობის ძირითადი წყარო იყო. სტატიაში განხილულია ბათუმელი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების საადგილმამულო უფლებრივი მდგომარეობა. ხაზგასმულია იმის შესახებ, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს მან მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრა განიცადეს.

Toggle Accessibility Mode