Samurai - An Integral Part of Japanese History Cover Image

სამურაი - იაპონიის ისტორიის განუყოფელი ნაწილი
Samurai - An Integral Part of Japanese History

Author(s): Nana Gelashvili
Subject(s): Cultural history, Military history, Social history, Middle Ages, Modern Age
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Samurai; Japan; Zen-Buddhism; Bushido; Shogunate;

Summary/Abstract: წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალიზ¬ებუ¬ლია იაპონური სპეციფიკური ფენომენის - სამურაების ცხოვრ¬ება - მოღვაწეობა, მათი აღზევება სამხედრო ასპარეზზე და ბოლოს - აღსასრული. ამ ჭრილში ყურადღება გამახვილებულია მათ მორ¬ალურ-ეთიკური ქცევების კოდექსზე - ბუშიდოზე, იდეოლ¬ოგ¬ი¬აზე, ცხოვრების წესზე, სამხედრო ხელოვნებაზე და სხვ. ამთა¬ვი¬თვე ხაზგასასმელია, რომ სამურაების ფენა იაპონიის ისტორიის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს, რამდენადაც მთელი შუა საუკუნეების ხანგრძლივი დროის მანძილზე, ის ერთ-ერთ მთა¬ვარ აქტორს წარმოადგენდა ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. სამურაები ისტორიის ასპ¬არ¬ეზზე პირველად VIII საუკუნეში გამოჩნდნენ, როგორც ცალ¬კეულ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. იმ დროიდან მოყო¬ლებული, მათი სტატუსი და მნიშვნელობა თანდათან მატუ¬ლ¬ობდა, რაც უშუალო კავშირში იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცე¬სებთან. ამაში, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება პერმა¬ნ¬ენ¬ტული შიდა ომები ფეოდალურ საგვარეულოებს შორის, რომ-ელთა მთა¬ვარ აქტორებს სწორედ სამურაები წარმოადგენდნენ. ისინი ვალ¬დ¬ებულნი იყვნენ ერთგული სამსახური გაეწიათ თავიანთი ბატ¬ონისათვის, დაეცვათ მისი ინტერესები როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში. ძლიერების ზენიტს სამურაებმა XVI საუკუნეში მიაღწიეს, როდესაც ისინი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრივილეგირებულ კლასად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მოგვიანებით, მათმა სტატუსმა რადიკალურად იცვალა სახე, რაც დაკავშირებული იყო 1867/1868 წლების ბურჟუაზიულ რევოლუციასთან და იაპონიაში მიმ¬დი¬ნ-არე ე. წ. მეიჯის რეფორმებთან. აღნიშნული მოვლენების შედეგს წარმოადგენდა სამხედრო-ფეოდალური სისტემის - შიოგუნატის დამხობა და იმპერატორის ერთპიროვნული მმართველობის აღ¬დ¬¬გენა იაპონიაში. ახალ ისტორიულ რეალობაში, როდესაც იაპო¬ნია განვითარების ვესტერნიზაციის გზას დაადგა, სამუ¬რაე¬ბის სამ¬ხ¬ედრო შენაერთები უკვე ფეოდალური წყობილების დრო¬მ¬ოჭმულ გადმონაშთად იქნა აღიარებული. ამიტომაც სამურაების ლაშქარი გაუქმებულად გამოცხადდა და შესაბამისად, ის უკვე ისტორიის კუთვნილებად იქცა.

Toggle Accessibility Mode