Silk Road in the aftermath of Arab conquest: Trade routes traversing Azerbaijan Cover Image

აბრეშუმის გზა არაბთა შემოსევის შემდეგ: სავაჭრო მარშრუტები აზერბაიჯანში
Silk Road in the aftermath of Arab conquest: Trade routes traversing Azerbaijan

Author(s): Farda Asadov
Subject(s): Diplomatic history, Economic history, Military history, 13th to 14th Centuries
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.

Summary/Abstract: წინამდებარე სტატიაში შეჯამებულია სამხრეთ კავკას¬იის¬თ¬ვის ომებში ბრძოლის შედეგები ხაზარ თურქებსა და მუსლიმ არაბებს შორის. ასზე მეტი წლის მუდმივმა სამხედრო დაპირ-ისპირებამ დაასტაბილურა საზღვრები დიდი კავკასიონის ქედის გასწვრივ, რასაც შედეგად მოჰყვა პარტნიორობის განვითარება აბრეშუმის გზებზე ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის სფეროში. კასპიის ზღვის ჩრდილოეთ მიწებზე მდებარე ხაზართა სახაკანოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მომთაბარე ევრაზიის სტეპებისა და ჩრდილოეთის სხვადასხვა ხალხებით, კერძოდ, ფინო-უგრ¬ული და სლავური ტომებით დასახლებული მიწების ურთი¬ერთ¬კვეთის ადგილზე. VIII საუკუნის ბოლოდან რეგიონში გამოჩ¬ნ¬დნენ სკანდინავიელი ვაჭრები და მეომრები, რომლებიც ითხო¬ვდნენ თავიანთ წილს საერთაშორისო ვაჭრობაში. სტატიაში აღწ¬ე-რილია ხაზართა სახაკანოს მიერ დაარსებული სავაჭრო ურთ¬იერთობებისა და კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს აბრე¬შ¬უმის გზის სავაჭრო ურთიერთობაში ჩართულ სხვადასხვა ერ-ებს, ასევე განხილულია ვაჭრობაში არაბ-ხაზართა პარტნ¬იორ¬ო¬ბის დროის მაგისტრალური სავაჭრო გზები. სავაჭრო ნაკადების თვალყურის დევნება და სავაჭრო სტრუქტურისა და საქონლის აღწერა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მაგისტრალური სავაჭრო გზები გადიოდა არანის (თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და აზერბაიჯანის პროვინციის ტერიტორიებზე, თანამედროვე ირანის ჩრდილოეთით. შესაბამისად, თანდათ¬ანო¬ბითმა ეკონომიკურმა ურთიერთკავშირმა, ადამიანთა გადაად¬გი¬ლებამ, ადგილობრივი წარმოების ზრდამ შორ მანძილზე ვაჭრ¬ობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად და აბრეშუმის გზის გეოგრაფიის ბაზრებზე მოთხოვნადი ადგილობრივი საქონლის უზრუნველსაყოფად, გამოიწვია ეტაპობრივი ეკონომიკური და კულტურული ერთიანობა საერთაშორისო ვაჭრობის ორ რეგი¬ონს შორის.

Toggle Accessibility Mode