Roman Coins from Supsa-Kvavilnari (Lanchkhuti Municipality, Guria) Cover Image

რომაული მონეტები სუფსა-ყვავილნარიდან (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გურია)
Roman Coins from Supsa-Kvavilnari (Lanchkhuti Municipality, Guria)

Author(s): Irine Varshalomidze, Andria Rogava
Subject(s): Archaeology, Museology & Heritage Studies, Economic history, Ancient World
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Supsa; Kvavilnari; coin; Caesaria; Rome; Colchis;

Summary/Abstract: ნაშრომი მიზნად ისახავს 2013 და 2023 წელს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, გურიის რეგიონში, კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ყვავილნარსა და სუფსაში შემთხვევით გამოვლენილი ვერცხლის მონეტების განსაზღვრას, აღწერას, ქვეყნის, ქალაქის, ემისიის წლების, მეტროლოგიური პარამეტრების დადგენას, პარალელური მასალის მოძიებას და მონეტების საკვლევ ტერიტორიაზე მიმოქცევის მიზეზებისა და გზების დადგენას. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყვავილნარის მონეტები წარმოადგენს კაპადოკიის ქალაქ კესარიაში, რომის იმპერატორების - სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) - 3, იულია დომნას (†217) - 3, გეტას (209-211 წწ. ) - 2, კარაკალას (198-217 წწ.) - 2, ფულვია პლაუტილას (202/5-211) – 1 სახელით მოჭრილ დრაქმებს. ხოლო სუფსის მონაპოვარი, სეპტიმიუს სევერუსის დენარს (1 ერთეული). კოლხეთი კაპადოკიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ფორტებში აქედან გადმოყვანილი გარნიზონებიც იდგა. პოლიტიკურ კონიუნქტურას მოჰყვა შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობები. კესარიაში მოჭრილი დრაქმები რომაულ ხანაში დიდი რაოდენობით შემოდიოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მიმოქცევის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. მონეტების შესწავლის საკითხში ყველაზე მნიშვნალოვანია მისი აღმოჩენის ადგილის კვლევა. სუფსა-ურეკის მიდამოებში რომაული მონეტები ადრეც გამოვლენილა. 1942 წელს ურეკში მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა რომაული აურეუსი, მისი მინაბაძი და რამდენიმე კესარიული დრაქმა. 1949 წელს იგივე პუნქტში შემთხვევით და შემდეგ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა კაპადოკიური საფასეები. რაც შეეხება კესარიული და რომაული მონეტების საკვლევ პუნქტში გამოვლენის საკითხს, რომაული გარნიზონი იდგა ციხისძირშიც და ფოთშიც, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, სოფელ მოედანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) გარნიზონი ჩააყენა სეპტიმიუს სევერუსმა. ასეთ შემთხვევაში ყვავილნარსა და სუფსაში რომაული მონეტების გამოვლენა ბუნებრივია და არავითარ განსაკუთრებულ კომენტარს არ საჭიროებს. შესწავლილი ნუმიზმატიკური ძეგლები სრულიად ჯდება კოლხეთის სამონეტო მიმოქცევის კანონზომიერებაში. მონეტების აღმოჩენა დღის წესრიგში აყენებს საკვლევი პუნქტების არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობას.

Toggle Accessibility Mode