კავკასია და ახლო აღმოსავლეთი ადრე ჰოლოცენის ხანაში (უახლესი არქეოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით)
The Caucasus and the Middle East in the early Holocene (According to recent archaeological research)
Author(s): Guram Chkhatarashvili, Valerij A. Manko, Merab KhalvashiSubject(s): Archaeology, Migration Studies, Prehistory
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Caucasus; Middle East; early Holocene; stone industry; migration;
Summary/Abstract: სტატიაში ვრცლად არის განხილული აჭარის ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული ეპოქის ორი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი - სოფ. ქობულეთი და ხუცუბანი. მოცემულია მათი შესწავლის ისტორია, თანამედროვე კვლევები და აღმოჩენები. ავტორები მიუთითებენ, რომ ქვის ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა გათხრების დროს, ნიადაგის თავისებურების გამო არ დაფიქსირებულა ძვლის ნაშთები, რაც მოგვცემდა ინფორმაციას იმდროინდელ სამონადირეო გარემოზე. ქვის არტეფაქტები - ესაა ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულება, რაც წარმოდგენას გვიქმნის ჩვენს რეგიონში მცხოვრები უძველეს მონადირე-შემგროვებელთა მიმართ. ამიტომ, ქვის ინდუსტრიის კომპლექსურ კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ უკანასკნელის გაანალიზებით და სხვ. მონაცემების საფუძველზე ავტორები მეტად საინტერესო მოსაზრებას ანვითარებენ დასავლეთ ამიერკავკასიის ქვის ინდუსტრიის წარმომავლობის საკითხის შესახებ. მათი აზრით, ადრე ჰოლოცენის ხანაში ზემოთხსენებულ რეგიონში ჩნდება ქვის დამუშავების სრულიად ახალი ტექნიკა და იარაღთა ახალი სახეები, რომელიც თავდაპირველად თანამედროვე ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ყალიბდება. ესაა ე.წ. მლეფაატური კულტურა, რომელიც თავის თავში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ძეგლს. ქვის კომპლექსის ტექნოტიპოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოთქმულია მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქვის დამუშავების ხელისწნევითი ტექნიკა, გვერდდაბლაგვებული მიკროლამელები, კაშკაშოკის ტიპის იარაღები, ე.წ. ღარიანი ქვები და სხვ. ჩნდება იმ დიდი მიგრაციული პროცესების შედეგად, რომელიც დაახლ. ძვ.წ. X ათასწლეულის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიიდან დაიწყო. აღნიშნულ მოსაზრებას ასევე ამყარებს ჩვენს ხელთ არსებული აბსოლუტური თარიღების მთელი სერია, რომელიც კარგად ასახავს უძველეს მიგრანტთა გადაადგილების მარშრუტებსა და დროს. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალში განხორციელებული სიღრმისეული კვლევები კიდევ უფრო საინტერესო საკითხებს მოჰფენს ნათელს.
Journal: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“
- Issue Year: 6/2023
- Issue No: 2
- Page Range: 408-427
- Page Count: 20
- Language: Georgian