UNESCO Atlas of Endangered Languages and analysis of the speech of Adjara border villages Cover Image

საფრთხის ქვეშ მყოფი ენების იუნესკოს ატლასი და აჭარის საზღვრისპირა სოფლების მეტყველების ანალიზი
UNESCO Atlas of Endangered Languages and analysis of the speech of Adjara border villages

Author(s): Natia Abashidze, Shota Rodinadze
Subject(s): Language studies, Sociolinguistics, Turkish Literature, Philology, Georgian literature
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Speech; Dialect; Border; Language; Endangered;

Summary/Abstract: წარმოდგენილ ნაშრომში გთავაზობთ საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა სოფლების საფრთხის ქვეშ მყოფი მეტყველების ანალიზს, უფრო სწორედ, ლექსიკურ ნიშნებს, რომლებიც მოიცავს ძირითადად ზემო აჭარის მთიან ტერიტორიას (ქედა, შუახევის რაიონები და ნაწილობრივ ხელვაჩაური). აქვე საუბარია ენის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ და ხაზგასმულია ენათა დოკუმენტირების და ახალი ენობრივი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში გაშუქებულია პროექტ LaDyCa-ს (ენის დინამიკა კავკასიაში) საველე სამუშაოების დროს შეგროვებული მონაცემები, ასევე არსებული წყაროები და სამეცნიერო კვლევები, რომლებიც შემუშავებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) კვლევითი ცენტრის მიერ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ქართული დიასისტემის ეს სექტორი, ჯერ კიდევ არასაკმარისად შესწავლილი, მდიდარია ლინგვისტური ფაქტებით და შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფანჯარა კულტურული აკულტურაციის პროცესებისკენ. კვლევაში ასევე იქნება მოკლე მიმოხილვა აჭარის რეგიონის საზღვართან მდებარე თურქულ სოფლებში შემონახული ქართული დიალექტის შესახებ.

Toggle Accessibility Mode