To understand the prohibition and prohibited verses in the Quran Cover Image

ყურანში ამკრძალავი და აკრძალული აიების გაგებისთვის
To understand the prohibition and prohibited verses in the Quran

Author(s): Abesalom Aslanidze
Subject(s): Islam studies, Sociology of Religion, Qur’anic studies
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Islam; The Qur’an; Verse; Prohibitive and Prohibited; Allah; Muhammad;

Summary/Abstract: თანამედროვე მსოფლიოში ისლამის ფაქტორის ზრდის ფონზე, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება ყველა მუსლიმთათვის წმინდა წიგნის - ყურანის ტექსტიდან ცალკეული ადგილების ციტირება და შესაბამისად, სასურველი იდეის დასაბუთება. სხვადასხვა პიროვნებები, ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიები თვიანთი მოსაზრებების გამყარებას ცდილობენ ყურანის ტექსტის დამოწმებით. ამ დროს ხშირად ხდება ისეთ აიებზე აპელირება, რომლებიც ძალადაგარგულად, ანუ გაუქმებულად ითვლება, თუმცა, ყურანის ტექსტში არის. მუსლიმური ტრადიციით ყურანი მუსლიმთათვის ღმერთისგან გარდმოვლენილი წიგნია და მასში არცერთი სიტყვა არაა ჩამატებული ადამიანების მიერ, მასში არ შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა - დამატება ან ამოღება. სწორედ აქედან გამომდინარე, პრობლემურია, რომ ბევრი, განსაკუთრებით პოლიტიკურად ანგაჟირებული მუსლიმისთვის არ შეიძლება ყურანში იყოს ძალადაკარგული, ანუ გაუქმებული აიები. ამ დროს თვით წინასწარმეტყველ მუჰამმადს უხდებოდა ამა თუ იმ აიას დამატებითი განმარტება, ან მითითება იმაზე, რომ გარდმოვლენილ გამოცხადებებში ცვლილებები თვით ალლაჰიდანაა. მუსლიმურმა ღვთისმეტყველებამ მუჰამმადის გარდაცვალების შემდეგ ეტაპობრივად შექმნა თეორია აიების გაუქმების შესახებ (ნასიხ ვა მანსუხ), რომელიც აქტუალობას ინარჩუნებს თანამედროვე ეტაპზეც, განსაკუთრებით იმ კუთხით, როდესაც საკითხი ეხება წმინდა ომს (ჯიჰადი), მუსლიმების ურთიერთობას სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და ა. შ. სწორედ აქედან გამომდინარე, ყურანში ამკრძალავ და აკრძალული აიების შესახებ ცოდნა აუცილებელია როგორც მუსლიმთათვის, ისე არამუსლიმებისთვის. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყურანში ზოგიერთი იდეა თუ შეგონება მოცემულია დროებითი სარგებლობისთვის და შემდგომში, როცა საჭიროებანი იცვლება, იცვლება (უქმდება) მოცემული აიაც. ამიტომაც, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას თუ ვახდენთ ყურანის ტექსტის ციტირებას, უპირველესად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა დროსა და სიტუაციაში იქნა გარდმოვლენილი ესა თუ ის აია და რამდენად უნივერსალური იდეაა მასში გადმოცემული. სწორედ აღნიშნული საკითხების შესწავლას ეხება წინამდებარე სტატია.

Toggle Accessibility Mode