Review of Emzar Makaradze, Otar Gogolishvili and Davit Andguladze Work "Lao Jonjau in Georgia" Cover Image

რეცენზია ემზარ მაკარაძის, ოთარ გოგოლიშვილის და დავით ანდღულაძის ნაშრომზე - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“
Review of Emzar Makaradze, Otar Gogolishvili and Davit Andguladze Work "Lao Jonjau in Georgia"

Author(s): Jemal Karalidze
Subject(s): Essay|Book Review |Scientific Life
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Lao Jonjau;

Summary/Abstract: რეცენზია ემზარ მაკარაძის, ოთარ გოგოლიშვილის და დავით ანდღულაძის ნაშრომზე - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“. გამომცემლობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2019. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩაის კულტურისა და ციტრუსების გავრცელების ისტორიას. საქართველოს ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჰავისა და ადგილმდებარეობის გამო აქ გავრცელდა სწორედ ეს სასოფლოსამეურნეო კულტურები. რომლის შემოტანის, დამკვიდრებისა და გავრცელების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა ცნობილმა რუსმა ვაჭარმა კონსტანტინე პოპოვმა და ჩაქვის საუფლისწულო მამულის ხელმძღვანელობამ. კ. პოპოვმა ჩინეთიდან ბათუმში ჩამოიყვანა ცნობილი ჩაის კულტურის სპეციალისტი ლაო ჯონჯაუ. სწორედ მას მიანდეს ამ კუთხეში ჩაის კულტურის გაშენება. რომელმაც გაამართლა იმედები და უმოკლეს ხანში აქ ისეთი ჩაის კულტურა გააშენა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა მთელ საქართველოში და უფრო მეტიც, ის კონკურენციას უწევდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ინდურ და თვით ჩინურ ჩაისაც. სწორედ ლაო ჯონჯაუს საქართველოში მოღვაწეობას ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ემზარ მაკარაძის, ოთარ გოგოლიშვილისა და მაგისტრანტ დავით ანდღულაძის მონოგრაფია - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“. ნაშრომი შესრულდა ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო გრანტის ფარგლებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ლაო ჯონჯაუზე შესრულებული უაღრესად საინტერესო გამოკვლევა. ავტორებმა დიდი მუშაობა გასწიეს, სიღრმისეულად შეისწავლეს აჭარის, ქუთაისისა და თბილისის ცენტრალურ არქივებში დაცული მასალები, გაეცნენ სამეცნიერო ლიტერატურას, პრესას და მემუარებს, დაამუშავეს ლაოს შესახებ სხვადასხვა პიროვნებებში გაბნეული მასალები და ერთად მოუყარეს მას თავი. არაერთხელ ესტუმრნენ ლაოს შვილიშვილს, ლიოუ ყანდარელ-კუენგვემს და მისგან საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, გამოიყენეს უამრავი ფოტომასალა ამ პიროვნებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიაწოდეს საინტერესო ნაშრომი ამ უაღრესად საინტერესო საზოგადო მოღვაწის აჭარაში საქმიანობის შესახებ. ნაშრომში უამრავი საარქივო მასალებისა და ლიტერატურის გამოყენებით შესწავლილია ბათუმის ოლქში დაარსებული საუფლისწულო მამულები, განსაკუთრებით განხილულია ჩაქვის საუფლისწულო მამულის დაარსება და იქ მიმდინარე პროცესები, ასევე დიდი ყურადღებაა დათმობილი ჩინეთის როლზე საქართველოში ჩაის კუტურის განვითარების საქმეში და საქართველოში ჩაის შემოტანისა და დანერგვის ისტორიაზე, ნაშრომში შესწავლილია ლაო ჯონჯაუს უაღრესად საინტერესო ბიოგრაფია, მისი მეცნიერული კვლევები, მოტანილია ციტატები ბათუმში მოღვაწე ცნობილი პიროვნების, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამაარსებლისა და დირექტორის ანდრია კრასნოვის შეხედულებაზე ლაოს შესახებ, აღწერილია ლაო ჯონჯაუს ტრადიციებზე და გატაცებებზე, ავტორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ პირველად გააცნეს საზოგადოებას ლაო ჯონჯაუს შვილები, დაახასიათეს ისინი და ისაუბრეს იმ სასწავლებლებზე სადაც ლაოს შვილებმა მიიღეს განათლება. ნაშრომში ავტორებმა წარმოაჩინეს ლაო ჯონჯაუს ქართველი რძალის ნონა თუშმალიშვილის და ლაოს შვილიშვილის, ქართველების ჩინელი რძალის ლიოუ ყანდარელ-კუანგვემის მოღვაწეობა, შემოიტანეს ბევრი საყურადღებო მასალა ამ პიროვნებების საქმიანობის შესახებ. ნაშრომში ჩანს ავტორების პოზიცია ჩაქვში ლაო ჯონჯაუს მუზეუმის დაარსების შესახებ. ავტორთა აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ გაიხსნება ლაო ჯონჯაუს მუზეუმი, ის გახდება ორი ქვეყნის ურთიერთობაში კიდევ ერთი მტკიცე მეგობრობის ხიდი, რომელიც იმავდროულად ხელს შეუწყობს აღნისნულ კუთხეში ტურისზმის განვითარებას. ნაშრომში ასევე საუბარია ლაოს ბათუმის ოლქში მოღვაწეობის შესახებ და იმ დამსახურებაზე, რომელიც მას მიუძღვოდა ჩაის კულტურის განვითარებაში. ნახსენებია სალიბაურისა და ჩაქვის ჩაის ფაბრიკებზე, სადაც ის დირექტორად მუშაობდა, მომუშავე პერსონალზე, ფაბრიკებში გამოშვებულ ჩაის ნაწარმზე და იმ საერთაშორისო გამოფენებზე, წარმატებებზე, რომლებიც მის მიერ გამოშვებულ ჩაის ნაწარმს ხვდა წილად. ბოლოს უდიდესი სინანულია გამოთქმული ბათუმიდან ჩინეთში დაბრუნებაზე, რადგანაც მან საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებასა და აყვავებას დიდი ძალისხმევა შეალია. ნაშრომი უდავოდ მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული და იგი დიდი შენაძენია ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევარებისა და საზოგადოების ფართო წრისათვის.