Jubilee - Emzar Makaradze - 50 Cover Image

იუბილე - ემზარ მაკარაძე - 50
Jubilee - Emzar Makaradze - 50

Author(s): Madona Gogitidze
Subject(s): Essay|Book Review |Scientific Life
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Emzar Makaradze;

Summary/Abstract: მაქვს პატივი საიუბილეო თარიღი მივულოცო ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტისხელმძღვანელს ბატონ ემზარ მაკარაძეს.ბატონი ემზარი მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების მხრიდან. მან თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობით და სანიმუშო პროფესიონალიზმით შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სამეცნიერო სფეროში. ამის დასტურია მის მიერ გამოქვეყნებული ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი თუ სტატია, ასევე მონოგრაფია, რომლებიც სტუდენტებისთვისსახელმწიფო ენაზე არსებულ შეუცვლელსახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. მართალია ბატონიემზარის ძირითად სამოღვაწეო საქმიანობა ბათუმისუნივერსიტეტს უკავშირდება, თუმცა კვლევის სამეცნიეროარეალი საკმაოდ ფართოა. იგი მუდმივად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, სადაცსაკუთარ გამოცდილებას უზიარებს როგორც ქართველ, ასევეუცხოელ კოლეგებს. იგი არის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტის ავტორი. მუდმივად ჩართულია სტაჟირებისა და ტრენინგების პროცესში.ცალკე აღნიშვნის ღირსია ემზარ მაკარაძის დამსახურება 2015წელს ბათუმის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ჩამოყალიბების საქმეში. აღნიშნული პერიოდიდან იგი ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ემზარ მაკარაძის ხელმძღვანელობით არაერთ ბაკალავრს,მაგისტრსა და დოქტორანტს წარმატებით განუხორციელებიასაგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობა. მასთან თანამშრომლობა განათლებას, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას ეფუძნება. ბატონი ემზარი საკუთარი პრინციპებითა და ღირებულებებით ქალაქის ერთ-ერთი აქტიური და ცნობილი სახეა. მრავალ სხვა ღირსებასთან ერთად მისიმეუღლეც და ვაჟიშვილიც პროფესორის მსგავსად სამეცნიეროსფეროში წარმატებით საქმიანობენ. და ბოლოს, დეპარტამენტის, სტუდენტების, კოლეგების,ახლობლების სახელით ვულოცავთ 50 წლის იუბილეს ბატონემზარს! ჯანის სიმრთელეს, წარმატებულ კვლევით-შემოქმედებით საქმიანობას, მხნეობას და უშრეტ ენერგიასვუსურვებთ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში.