Review of Emzar Makaradze, Otar Gogolishvili and Davit Andguladze Work "Lao Jonjau in Georgia" Cover Image

რეცენზია ემზარ მაკარაძის, ოთარ გოგოლიშვილის და დავით ანდღულაძის ნაშრომზე - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“
Review of Emzar Makaradze, Otar Gogolishvili and Davit Andguladze Work "Lao Jonjau in Georgia"

Author(s): Author Not Specified
Subject(s): History, Social history, Recent History (1900 till today), Pre-WW I & WW I (1900 -1919), Book-Review
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Lao Jonjau in Georgia;

Summary/Abstract: რეცენზია ემზარ მაკარაძის, ოთარ გოგოლიშვილის და დავით ანდღულაძის ნაშრომზე - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ ინგლისურ და ჩინურ ენებზე. გამომცემლობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2020. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსადა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფოუნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების(№65. 2019 წლის 9 დეკემბერი) საფუძველზე, ჰუმანიტარულმეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დარგობრივ დეპარტამენტში განხორციელდა სამეცნიერო კვლევითი პროექტი: „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ (ინგლისურ-ჩინური თარგმანები) (ხელმძღვანელი პროფესორი ემზარ მაკარაძე).პროექტში მონაწილე პერსონალმა: პროფესორმა ემზარ მაკარაძემ; პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა; ასოც. პროფესორმანათელა ფარტენაძემ; ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორმაიულია გორჯელაძემ და დოქტორანტმა დავით ანდღულაძემშეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა, მოამზადეს დაგამოსცეს მონოგრაფია - „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ ინგლისურ და ჩინურ ენებზე.სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩაის კულტურისა და ციტრუსებისგავრცელების ისტორიას. საქართველოს ამ რეგიონისათვისდამახასიათებელი ბუნებრივი ჰავისა და ადგილმდებარეობისგამო აქ გავრცელდა სწორედ ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურები. რომლის შემოტანის, დამკვიდრებისა და გავრცელების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა ცნობილმა რუსმა ვაჭარმა კონსტანტინე პოპოვმა და ჩაქვის საუფლისწულო მამულის ხელმძღვანელობამ. კ. პოპოვმა ჩინეთიდან ბათუმში ჩამოიყვანა ცნობილი ჩაის კულტურის სპეციალისტი ლაო ჯონჯაუ. სწორედ მას მიანდეს ამ კუთხეში ჩაის კულტურის გაშენება. რომელმაც გაამართლა იმედები და უმოკლეს ხანში აქ ისეთი ჩაის კულტურა გააშენა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა მთელ საქართველოში და უფრო მეტიც, ის კონკურენციას უწევდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ინდურ და თვით ჩინურ ჩაისაც.ნაშრომი უდავოდ მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული და იგი დიდი შენაძენია ამ საკითხით დაინტერესებულიმკვლევარებისა და საზოგადოების ფართო წრისათვის.