Review of Ivane Javakhishvili Tbilisi State University Professor Jaba Samushia's monograph - "Battle of Didgori" Victory Surprise, Tbilisi, 2021 Cover Image

რეცენზია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ჯაბა სამუშიას მონოგრაფიაზე - „ დიდგორის ბრძოლა“ ძლევაჲ საკვირველი
Review of Ivane Javakhishvili Tbilisi State University Professor Jaba Samushia's monograph - "Battle of Didgori" Victory Surprise, Tbilisi, 2021

Author(s): Otar Gogolishvili
Subject(s): History, Essay|Book Review |Scientific Life, Book-Review
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Battle of Didgori

Summary/Abstract: დიდგორის ბრძოლა ქართველი ერის ყველაზე დიდი ბრძოლაა მისი არსებობის ისტორიაში.დიდგორმა გადაწყვიტა საქართველოს მომავალი და რომ არა ეს უდიდესი გამარჯვება, შესაძლებელია, დღეს სულ სხვა მოცემულობა ყოფილიყო და საერთოდ „გამქრალიყო ხსენება ქართველთა“. ამიტ¬ომაც იყო, რომ მემატიანემ ამ ომს „ძლევაჲ საკვირველი“ უწოდა, ხოლო ამ უბრწყინვალესი გამარჯვების შემოქმედს, საქართველოს ისტორიაში განუმეორებელ პიროვნებას, დავით IV აღმაშენებელს და მის მახვილს კი „მესიის მახვილი“ უწოდა. 2021 წელს შესრულდა 900 წელი ქართველთა ამ უდიდესი გამარ¬ჯვ¬ებიდან და რაოდენ სასიამოვნოა, რომ საზოგადოებამ მიიღო ამ უდიდეს მოვლენასთან დაკავშირებით ცნობილი ქართველი ისტორ¬იკოსის, პროფესორ ჯაბა სამუშიას, დიდებული მონოგრაფია - „დიდგორის ბრძოლა“.ბატონმა ჯაბამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა ეს უდიადესი ისტორიული მოვლენა. მის ნაშრომში შესანიშნავად არის წარმოჩენილი დიდგორამდე განვითარებული მოვლენები. დღეს ხშირად არის კამათი იმის შესახებ, თუ ლოკალურად სად მდებარეობს დიდგორი, რაოდენ ჭკვიანურად შენიშნავს ბატონი ჯაბა: „რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ადგილის ძიებას და ამაზე დროის ხარჯვას, ამით ხომ არაფერი დააკლდება ან მოემატება დიდგორზე მომხდარ „ძლევაჲ საკვირველს“, თანაც იქვე აგრძელებს, რომ ბრძოლის ადგილის მოძიება, ეს არის წმინდა სამეცნიერო საკითხი. სხვა მხრივ კი დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობა საქარ-თვ¬ელოს ისტორიაში დიდი ხანია განსაზღვრულია.ჯაბა სამუშიას ეს შესანიშნავი ნაშრომი, რომელიც გამოსცა გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-მა, შედგება თორმეტი თავის, ბოლოთქმისა და შენიშვნებისაგან.ნაშრომის პირველ თავში საუბარია თურქ-სელჯუკთა შემოსევებზე საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არსებულ უმძიმეს დროზე, რომელსაც „დიდი თურქობა“ ეწოდება. უამრავი ისტორიული წყაროს სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანით ავტორი აღწერს თურქ-სელჩუკთა თავდაპირველ საცხოვრისს, მათ დაპყრობით ომებს და საქართველოსა და სელჩუკთა დამოკიდებულებას, მათ შორის ბრძოლებს და საქართველოში დატრიალებულ უბედურებებს, როდესაც სელჩუკებმა დაამარცხეს ქართული ჯარი და კალიასავით მოედნენ ჩევენს ქვეყანას, სწორედ აქედან იწყება ის ავადმოსაგონარი „დიდი თურქობა“, რომელმაც გადაშენების პირას მიიყვანა ქართველი ერი.უაღღესად საინტერესოდ და საყურადღებოდ არის დაწერილი მეორე თავი, რომელიც დავით აღმაშენებლის მეფობის დასაწყისს ეხება. აქ ბევრი საინტერესო მოსაზრებაა გამოთ-ქმული, რომელიც ანგარიშგასაწევია, ეს არის ცნებები „თანამოსაყდრეობა“, „თანამეფობა“ და ა. შ. საყურადღებოა ასევე ბატონი ჯაბას მოსაზრება, თუ რა გზით გახდა დავითი მეფედ სახელმწიფო გადატრიალებისა თუ მამის, მეფე გიორგი მეორის, ნება-სურვილით. რა თქმა უნდა ამის შესახებ ადრეც იყო გამოთქმული მოსაზრება ისტორიკოსთა მიერ, მაგრამ ბატონი ჯაბა მიიჩნევს და სამართლიანადაც, რომ გიორგი მეორემ თავადვე გადაულოცა ხელისუ-ფლება დავითს.ძალიან საინტერესოა ნაშრომის მესამე თავი „ჯვაროსნები და საქართველო“. ამ საკითხზე ბატონ ჯაბას ადრეც არაერთხელ გამოუქვეყნებია როგორც სამეცნიერო სტატიები, ასევე ნაშრომებიც. ამ თავში სიღრმისეულადაა განხილული ჯვაროსნული ომების დაწყება, ლაშქ-რო¬ბები აღმოსავლეთისაკენ, თვით ომები მაჰმადიანებთან და, რაც მთავარია, ჯვაროსნების დამოკიდებულება საქართველოსთან, ჯვაროსანთა რაინდების საქართველოში ჩამოსვლა, მოლაპარაკებები დავით აღმაშენებელთან და ბევრი სხვა. ნაშრომის ეს ნაწილი უაღრესად საყურადღებოდაა განხილული და წარმოდგენილი. ასევე საინტერესოდაა შესწავლილი ნაშრომში დავით IV აღმაშენებლის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ (თავი IV) და დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმა (თავი V). თურქ-სელჩუკთა წინაარმდეგ საბრძოლველად მეფემ მთელი ქართველი ერი დარაზმა. ჯერ იყო პარტიზანული ბრძოლები, შემდეგ უფრო მსხვილი შეტაკებები და ა. შ. ნაშრომში აღწერლია თითოეული ბრძოლის პერიპეტიები, დავითის საბრძოლო გეგმები, პანიკა, რომელიც დათესა მან სელჩუკებში და ა. შ. ბატონი ჯაბა დაწვრილებით აღწერს ყოველივე ამას და მკითხველს გადაუშლის იმ დიდ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ პერიოდში. ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ერწუხის ბრძოლას და აქ ქართველთა მიერ მოპოვ-ებულ უდიდეს გამარჯვებას. ასევე შესანიშნავადა აღწერლი ის რეფორმები, რომელიც მეფემ გაატარა და რომ არა ეს, გაჭირდებოდა დიდგორზე ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვება. დავითის გენიის წყალობაა მუდმივი ჯარი, რომელსაც მაშინ ყივჩაღთა ჯარსაც უწოდებდნენ, მონა-სპა, სასაზღვრო ჯარი და ბევრი სხვა, თითოელ ამის შესახებ ბატონი ჯაბა უაღრესად საინტერესოდ საუბრობს.საყურადღებოდაა დაწერილი ნაშრომის მეექვსე თავი, რომელიც ეხება დიდგორის ბრძოლის ასახვას ქართულ ისტორიოგრაფიაში, აქ ავტორს არ გამორჩენია არცერთი ნაშრომი, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ისტორიოგრაფიაში, რომლებიც კი ამ საკითხს ეხება და თითოეულ მათგანს შესაფერის პატივს მიაგებს.საინტერესოა ნაშრომის მეშვიდე თავი, რომელიც ეძღვნება დიდგორის ბრძოლის ორგანიზატორებს, სადაც გვხვდება ავტორისეული შეფასებები. ასევე ითქმის ნაშრომის მერვე თავზე „მებრძოლი მხარეები-სარდლობა, ჯარების რაოდენობა“, სადაც წარმოდგენილია ავტორის მიერ გამოთქმული ბევრი სიახლე. ავტორი უაღრესად საინტერესოდ წარმოაჩენს ნაშრომის მეცხრე თავში ქართველთა ლაშქრის მოქმედებას დიდგორის გადამწყვეტი ბრძოლის წინ (თრიალეთში მომხდარი პირველი ბრძოლის საკითხისათვის), აქ ბევრი ავტორისეული შეხედულებაა გამოთქმული, რაც ნამდვილად საყურადღებო და ანგარიშგასაწევია.ნაშრომის მეთერთმეტე თავში საუბარია იმ საკითხზე, თუ სად მოხდა დიდგორის ბრძოლა, ხოლო მეთორმეტე თავში კი აღწერილია უშუალოდ დიდგორის ბრძოლა. ეს თავები საინტერესოდ და საყურადღებოდ არის წარმოჩენილი.ბოლოთქმაში შეჯამებულია დიდგორის ბრძოლამდე მიმავალი გზა და თვით დიდგორი, ქართველთა სათაყვანებლი და საამაყო ადგილი..ჯაბა სამუშიას მონოგრაფია, მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრ¬ულებული და იგი დიდი შენაძენია ქართულ ისტორიოგრაფიაში, ისტორიკოსების, სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხით დაინ¬ტერ¬ესებული მკითხველ¬ისთვის, მკვლევარებისა და საზოგადოების ფართო წრი¬სათვის.