Review of Ivane Javakhishvili Tbilisi State University Professor Nani Gelovani Monography "Muslim community in Georgia" (1801-1917) Cover Image

რეცენზია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნანი გელოვანის მონოგრაფიაზე-„თბილისის მუსლიმური თემი“ (1801-1917)
Review of Ivane Javakhishvili Tbilisi State University Professor Nani Gelovani Monography "Muslim community in Georgia" (1801-1917)

Author(s): Not Specified Author
Subject(s): Essay|Book Review |Scientific Life
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.

Summary/Abstract: ქართულ ისტორიოგრაფიაში მონოგრაფიულად პირველადაა შესწავლილი და გაანალი-ზებული 1801-1917 წლებში თბილისის მუსლ¬იმური თემის პოლი¬ტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. ნაშრომის პირველ თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და თბილისში ამიერკავკასიის მუსლიმთა (შიიტური და სუნიტური) სასულიერო მმართველობების ჩამოყალიბებას და საქმიანობას, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია რუსული ხელისუფლების ურთიერთობაზე რეგიონის მუსლიმური საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან - სასულიერო წოდებასთან და გამოვლენილია არსებითი პრობლემები ამ ურთიერთობის პროცესში. მეორე თავში - თბილისის მუსლიმური თემი 1801-1917 წლები, მიმოხილულია მუსლიმი მოსახ¬ლეობის სტატისტიკური მონაცემები, სპარსული და აზერბაიჯანული თემების საქმიანობა, ტერმინების („აზერბაიჯანი“, „აზერბაიჯანელი“, „თათარი“, „აზერ¬ბაიჯანელი თურქები“) ურთიერთმიმართება. გაშუქებულია თბილისში 1832-1917 წლების აზერ-ბაიჯანული პრესა. მიმოხილულია თბილისის მეჩეთის საქმიანობა და ისლამური დღესასწაულები.მესამე თავში - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თბილისის მუსლიმურ სასწავლებლებს. სიღრ¬მისეულადაა გაშუქებულია რუსეთის იმპერიის საგანმანათლებლო პოლიტიკა და თბილისში მუსლიმი თემის საქმიანობა. სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიიტური და სუნიტური მუსლიმური სასწავლებლების საქმიანობას, გორის სამასწავლებლო სემინარიის აზერბაიჯანულ განყო¬ფილებას, როგორც ძირითად ცენტრს მასწავლე¬ბელთა მოსამზადებლად და სხვა.მონოგრაფიაში კომპლექსურადაა შესწავლილი თბილისის მუსლიმური თემის ისტორიის მრავალი ასპექტი. ნაშრომი ეყრდნობა ძირითადად საარქივო მასალებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველადაა წარმოდგენილი სამეცნიერო მიმოქცევაში. ნანი გელოვანის მონოგრაფია მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული და იგი დიდი შენაძენია აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსების, სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მკითხველ¬ისთვის, მკვლევარებისა და საზოგადოების ფართო წრისათვის.