Tsira Lagvilava - 65 Cover Image

ციალა ლაგვილავა - 65
Tsira Lagvilava - 65

Author(s): Author Not Specified
Subject(s): Essay|Book Review |Scientific Life
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Tsira Lagvilava ;

Summary/Abstract: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის უფროს მასწავლებელს ციალა ლაგვილავას, დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. ციალა ლაგვილავა დაიბადა 1954 წლის 22 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მოსამსახურის ოჯახში. მე-14 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1977 წელს უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია. იმავე წელს, აკად. სერგი ჯიქიას რეკომენდაციით, მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში თურქოლოგიის განყოფილებაში. 1994 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2015 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში თურქული ენის უფროს მასწავლებელად, სადაც წლების განმავლობაში ასწავლიდა თურქულ ენას, 2018 წლის 20 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ციალა ლაგვილავას მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (სადისერტაციო ნაშრომი: «გარდაცვალების სემანტიკა ქართულსა და თურქულში»). ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი: გიორგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; ლაშა-ექიმი; სამი შვილიშვილი - ლადი, სესილი და მერაბი. ქალბატონო ციალა, გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.